in ,

მეტავერსი, როგორც სერვისი – ახალი ინდუსტრია

რა არის მეტავერსი და როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ჩემს კომპანიას? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ბევრ ბიზნესს აწუხებს. 

მეტავერსი არის ვირტუალური სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და შემქმნელებს შეუძლიათ დაამყარონ კავშირი და ერთმანეთთან გადაკვეთის უფრო მეტი წერტილი ჰქონდეთ. იმის მაგივრად, რომ უბრალოდ შეტყობინებები გაუგზავნოთ თქვენს მომხმარებელს, შეგიძლიათ ის ვირტუალურ სივრცეში მოიწვიოთ, სადაც ყველას თავისი ავატარი ეყოლება, მათ შორის თქვენ და თქვენს კლიენტსაც. ამ ვიზიტის დროს არცერთი თქვენგანი არ იღელვებს იმაზე, თუ რა ჩაიცვას და კამერა ჰქონდეს თუ არა ჩართული. 

გარდა ამისა, მეტავერსი საგენტოებსა და მათ კლიენტებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ წვდომა 3D სივრცის შექმნაზე. ვთქვათ, ჩვენი სააგენტო არის არქიტექტურული ფირმა. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ შენობის სქემები და რენდერები მივააწოდოთ, არამედ ავაწყოთ და დავათვალიერებინოთ შენობა  მეტავერსში, სანამ ის აშენდება.

მათ ასევე ექნებათ წვდომა 3D სივრცის შექმნაზე და შეძლებენ პირდაპირი რედაქტირების გაკეთებას, რაც ხელს შეუწყობს პროექტთან კავშირს და უზრუნველყოფს კლიენტის კმაყოფილებას.

როგორც Wix და სხვა მსგავსი პლატფორმები გაძლევთ საშუალებას, შექმნათ ვებსაიტები სხვების დახმარების გარეშე, ისე მეტავერსი გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გამოიყენებთ PC-ზე, VR-ზე და მობილურ მოწყობილობებზე. აქვე იქნება შესაძლებელი NFT და AR ფუნქციების ჩართვა, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ინსტრუმენტებს მომხმარებლებისთვის.

მეტავერსში შესაძლებელია უნიკალური ციფრული აქტივების შექმნა და თქვენი ხედვის რეალიზებას მომავლის ტექნოლოგიებში, ციფრული ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ ეს ბიზნესისთვის დაზოგავს ხარჯებს და შეუნარჩუნებს რაც შეიძლება მეტ ლოიალურ მომხმარებელს. 

მეტავერსის დახმარებით ბიზნესს შეუძლია ღირებულებების გაფართოება, საინტერესო ნარატივის შემოტანა და ბრენდის ახალი იდენტობის შექმნა ახალ სამყაროში მისი გადაყვანით, რაც მომხმარებლებთან დაკავშირების შესანიშნავი საშუალებაა.

სმარტფონების მეშვეობით ხიდების დაზიანებას შეაფასებენ — MIT

ნოემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“