როდესაც მეტავერსს ახსენებენ, სპეციალისტები გულისხმობენ გზას ურთიერთკავშირებისთვის. უმეტესი ჩვენგანისთვის მედია, რომელსაც ვიყენებდით, ყოველთვის ბრტყელი იყო – წვდომა კომპიუტერის ეკრანებით და მობილური ტელეფონებით, მაგრამ მეტავერსში ჩვენ დამატებით განზომილებას ვხვდებით. ის ჰგავს ინტერნეტსივრცეში დროის ტრადიციულ გატარებას, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არა უბრალოდ მაყურებლები ვართ, არამედ მონაწილეებიც.
შეიძლება ითქვას, მეტავერსი ხასიათდება უწყვეტობითა და თავსებადობით. იქ იქნები, როცა გინდა და როცა არ იქნები, ის იარსებებს, როგორც ფიზიკური სამყაროს პარალელი.
იმისთვის, რომ მეტავერსმა მიაღწიოს თავის სრულ პოტენციალს, იქ ასევე უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ იქნება სტანდარტიზებული პროტოკოლებისა და ფორმატების ნაკრები. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. მაგალითად, jpeg არის ინტერნეტის უნივერსალური და, შესაბამისად, თავსებადი გამოსახულების ფორმატი – ის, რისი გამოყენებაც და წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელზეც იმყოფებით.
მოდი, გადავხედოთ, როგორ შეუძლიათ ფინანსურად ორიენტირებულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს გაფართოებული ციფრული სფერო.
ადამიანური კავშირის აღდგენა
ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მეტავერსი, რეალურად, აძლევს ბიზნესს ადამიანური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობას.
დიდი ხნის განმავლობაში ბანკის ფილიალში ვიზიტის ფიზიკური გამოცდილება კლიენტებთან ნდობის დამყარების გასაღები იყო, მაგრამ ფილიალის როლი იცვლება. ფინანსურ ინსტიტუტებს ახლა აქვთ მსოფლიო დონის ციფრული აპლიკაციები, რაც ონლაინ ბანკინგს კომფორტულ ხელსაწყოდ აქცევს. პანდემიის წლებმა კიდევ უფრო დააჩქარა მთელი ეს პროცესი.
ყველაფრის გაციფრულება ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ ამ სივრცეში ბოლომდე გადასვლისას ასევე არსებობს რისკი, რომ დავკარგოთ ადამიანური კავშირი – ის, რაც ყოველთვის უზრუნველყოფდა კლიენტებს. სწორედ ამიტომ, მეტავერსის გამოჩენა, სადაც ციფრული ეფექტურობა ერწყმის ადამიანურ ურთიერთქმედებას – დიდ დაპირებას იძლევა მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.
მაგალითად, ჩვენ შეიძლება მალე ველოდოთ ბიზნეს მესენჯერების პლატფორმების განვითარებას ტექსტიდან ხმოვანი ფუნქციის მიმართულებით და, საბოლოოდ, ავატარებამდეც მივიდეთ. ეს მომხმარებელს შესთავაზებს თავის ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობის ახალ გზას, იქნება ეს მარტივი ტრანზაქციების განხორციელება თუ საცხოვრებლის სესხის კვლევა ან დახურვა.
ახალგაზრდების ყურადღების მიპყრობა
ახალგაზრდა დემოგრაფიის მნიშვნელობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის შეუფასებელია. მათი ჩართვა კონტენტში ბიზნესისგან ორი საკითხის კარგად დაუფლებას მოითხოვს – ციფრულ აქტივებსა და ვირტუალურ გამოცდილებას. ციფრული აქტივების კუთხით იგულისხმება Web3 და დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, იყიდონ, გაყიდონ და გაუზიარონ ერთმანეთს ციფრული საქონელი. ეს იქნება მეტავერსის ეკონომიკური და საზოგადოების შექმნის პოტენციალის მნიშვნელოვანი ასპექტი.
ერთ-ერთი კონკრეტული სფერო, რომელსაც Meta იკვლევს, არის ციფრული კოლექციონირების (ან NFT-ების) ჩვენების შესაძლებლობა ინსტაგრამზე, რაც ხალხს აძლევს საყვარელ კრეატორებთან დაკავშირების მეტ გზებს.
შემდეგ მოდის ვირტუალური გამოცდილება. ფეისბუკსა და ინსტაგრამზე გაძლიერებული რეალობა აგრძელებს დომინირებას და უზრუნველყოფს მომხმარებლებთან დაკავშირების ახალ გზებს. მომხმარებელს მალე შეეძლება, ჩაერთოს გაძლიერებული რეალობის გამოცდილებაში ან თამაშში და შემდეგ მიიღოს ციფრული სამახსოვრო ნივთები საფულეში.
შემოქმედი ეკონომიკისკენ მიდრეკილება
კრეატორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მეტავერსის მშენებლობაში. როგორც დემოკრატიზებული სფერო, ის უზრუნველყოფს უამრავ ბიზნეს შესაძლებლობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამან უნდა დააინტერესოს ნებისმიერი ბრენდი, რომელიც ცდილობს სივრცეში შესვლას.
იმის გასაგებად, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები შემქმნელთა ეკონომიკაში, თქვენ უნდა გადახედოთ Instagram Reels-ს. იმისდა მიუხედავად, რომ ის ორ წელზე ნაკლები ხნის წინ დაიწყო, ის უკვე ინსტაგრამზე გატარებული დროის 20%-ს შეადგენს.
მოკლე ფორმის ვიდეოზე ფოკუსირებით, იგი დადასტურდა, როგორც შესანიშნავი პლატფორმა შემქმნელებისთვის, რომლებიც აზიარებენ თავიანთ კონტენტს, უზრუნველყოფენ გართობას და მხარს უჭერენ პროდუქტებს, რომელთანაც მათ აქვთ კავშირი. შემქმნელები, რომლებიც იყენებენ Reels-ს, ახლა სულ უფრო მეტად გადადიან მეტავერსში.
საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ იყოთ ლიდერები მეტავერსიაში და ჩართოთ ახალგაზრდა აუდიტორია, თქვენ ნამდვილად უნდა გესმოდეთ და ექსპერიმენტი გააკეთოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ადამიანები ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram.
Nike-მა, რომელიც დიდი ხანია ახალგაზრდა თაობის გემოვნების შემქმნელია, ახლახან შეიძინა კრეატორების მიერ მართული ორგანიზაცია RTFKT. ამით ის იყენებს უახლეს თამაშშიდა ძრავებს, NFT-ებს და გაძლიერებულ რეალობას, რათა შექმნას უნიკალური სპორტული ფეხსაცმელი და ციფრული არტეფაქტები.
ასე რომ, თუ თქვენ ხართ მარკეტერი, რომელიც აღფრთოვანებულია მეტავერსიის შესაძლებლობებით, ახლა კარგი დრო გაქვთ აქტიურობის გასაზრდელად. გაფართოებული რეალობის ექსპერიმენტებით და მათთან პარტნიორობით, ვინც დიდ ინვესტიციას ახორციელებს სივრცეში, თქვენ ტექნოლოგიურ ხიდს ააშენებთ მომავლისკენ.