in

მეტავერსში საახალწლო კონცერტებმა წარუმატებლად ჩაიარა

The Chainsmokers-ის გამოსვლა, რომელიც ახალი წლის ღამით იყო ჩანიშნული, უბრალოდ გაუქმდა

Facebook-ის მეტავერსს კარგი სტარტი ნამდვილად არ აქვს. META-მ გასული წლის დეკემბერში რამდენიმე დიდი კონცერტი დაანონსა. Horizon aveneus-ს მეტავერსში, მომხარებელს შეეძლო დასწრებოდა ისეთი ცნობილი არტისტების კონცერტებს, როგორიცაა David Guetta,Young Thug და The Chainsmokers. თუმცა, META-ს ამ საახალწლო ინიციატივას, ისეთი დიდი გამოხმაურება ნამდვილად არ ჰქონია, როგორსაც ასეთი ცნობადობის არტისტები იმსახურებდნენ. 

რომ კონცერტები უფასო იყო, თუმცა მათზე დასწრებით ბევრი არავინ დაინტერესებულა. ღონისძიებების ცნობადობა შორს ვერ გასცდა META-ს ოფისებს. Ბევრი არაფერი დაწერილა სოციალურ ქსელებშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ მუსიკალურ პუბლიკაციებსა თუ სატელევიზიო კონტენტზე. 

Young Thug-ის კონცერტს დაახლოებით 100 000  ნახვა ჰქონდა, David Guetta-მ თითქმის მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო The Chainsmokers-ის გამოსვლა, რომელიც ახალი წლის ღამით იყო ჩანიშნული, უბრალოდ გაუქმდა. 

კონცერტები VR (ვირტუალური რეალობა) რეალობაზე იდეალურად მორგებული ნამდვილად არ გახლდათ. თუმცა, რთულია მხოლოდ ამ გარემოებას მივაწეროთ გამომხაურების ასეთი დაბალი მაჩვენებელი. Შესაძლოა, მთავარი პრობლემა ისიც იყოს, რომ ადამიანებს არ სურთ ახალი წლის ღამის ვირტუალურ კონცერტზე გატარება, როგორც არ უნდა უყვარდეთ The Chainsmokers-ის მუსიკა.  

საბოლოოდ, კონცერტები ჰიტად ვერ იქცა. მათ ისეთი დიდი გამოხმაურება ნამდვილად ვერ დაიმსახურეს როგორსაც ცუკერბერგი ელოდა. კომპანიის მიზანი შექმნას წარმატებული META და ვირტუალურ სამყაროში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს, ნამდვილად დიდი და ამბიციურია. თუმცა, როგორც ჩანს მის განსახორციელებლად იმაზე გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე უფასო საახალწლო კოცერტებია.

არის თუ არა განსხვავება დასაყენებელ და პაკეტის ჩაის შორის?

თქვით „გაგვიმარჯოს“, ალკოჰოლის მიღების გარეშე – Heineken 0.0-ის კამპანია