თქვენთვის საინტერესო ამბავი გვაქვს — იაპონური კომპანია Daiwa Securities Group თანამშრომლებისთვის მთვარეზე დაშვების საკუთარი ციფრული ხედის შექმნით გუნდურობას, განათლებასა და მეტავერსს ერთმანეთს უკავშირებს. ვირტუალური სივრცე კი კომპანიის 120 წლის იუბილეს აღსანიშნად ამოქმედდა. „მთვარეზე“ კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახები მოიწვიეს, რათა ისინი სადღესასწაულო აქტივობებს შეერთებოდნენ.
Daiwa-მ საკუთარი შიდა მეტავერსი იმიტომ შექმნა, რომ დასაქმებულებისთვის სოციალური სივრცე შეექმნა და დახმარებოდა მათ, ახალი განვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლაში. აქ თანამშრომლებს საკუთარი ავატარების შექმნა, მთვარის ბარში გართობა და კოლეგებთან ერთად კოსმოსური ლუდის დალევაც კი შეუძლიათ. ამასთან, ე. წ. მთვარეზე თეატრიც შექმნეს, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის სეიჯი ნაკატას გამოსვლებს დაეთმობა. ორიგინალი ოფისებიც გაციფრულდა, რათა დასაქმებულებს კვლევაში დაეხმაროს.
თუმცა ვირტუალური რეალობის ლანდშაფტი ახლა ძირითადად გართობისთვის გამოიყენება, ვიდეო თამაშებითა და გარემოთი, სადაც ყურსასმენების გაკეთების შემდეგ, მომხმარებლებს სრული ნავიგაცია შეუძლიათ.
საინტერესოა ისიც, რომ უკვე ბევრი ბრენდი და კომპანია დაუკავშირდა მეტავერსს, ვიდეო თამაშების სხვადასხვა კომპანიასთანაც გაერთიანდნენ, რათა მინითამაშები და კუნძულები შექმნან. ზოგიერთს აქ ქორწილების მასპინძლობაც სურს… ხოლო, თუ მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის McKinsey-ის მონაცემებს დავუჯერებთ, წელს კომპანიებმა მეტავერსიაში გლობალურად 120 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.