Horizon Worlds-ის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ასპექტი ვირტუალური რეალობის აპლიკაცია Meta Quest 2-ია. ის გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა და უკვე 300 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათ შეუძლიათ, მრავალმოთამაშიანი თამაში შექმნან და პლატფორმაზე განათავსონ — ეს არის ვირტუალური გამოცდილებისა და ერთობლივი ონლაინ სივრცეების ნაზავი.
დამწყები შემქმნელებისთვის Horizon Worlds აპს-შიდა ვიდეო გაკვეთილსაც გთავაზობთ, რომელიც ყველა ძირითად საფუძველს მოიცავს. თუმცა თუ გაცილებით მარტივ გზას ეძებთ, ახალი Meta Builder Bot საუკეთესო საშუალებაა. ეს არის AI ინსტრუმენტი, თავისი ხმოვანი ბრძანებებით — თამაშის შემქმნელები მხოლოდ ამბობენ, თუ რისი გაკეთება სურთ, ბოტი კი მითითებებს ასრულებს… იქნება ეს ბორცვების დამატება, ქვიშიანი სანაპიროების გაჩენა თუ ფერისა და უმცირესი დეტალების კონტროლი.

Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ აძლევს AI-ს ბრძანებებს. ის კი ზედმიწევნით ახორციელებს თითოეულ მათგანს. როგორც მარკი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტი “ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ტექნოლოგიაა”. ამიტომაცაა, რომ Meta ძირითად აქცენტს AI-სთან “ეგოცენტრულ აღქმაზე” და კომპიუტერის მიერ გენერირებულ კრეატიულობაზე აკეთებს.
ზაკერბერგმა განაცხადა, რომ Builder Bot, როგორც Meta CAIraoke პროექტის ნაწილი “ნერვული მოდელია, რომელსაც შეუძლია, ბევრად პერსონალურ და კონტექსტურ საუბრებს დაუჭიროს მხარი”. იგი ციფრული ასისტენტების შემდეგი თაობის შექმნას ემსახურება, რათა არსებულ ფიზიკურ და ახალ ვირტუალურ სამყაროებს შორის ნავიგაცია მეტად გმარტივდეს.














