in

ქართული თიხა და ევროპული ტექნოლოგია – მეტეხის კერამო ბლოკის ახალი ეტაპი

სპანეთის კერამიკული გამოცდილება, ქართული თიხა და ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული ტექნოლოგიური ცოდნა, ასე დაიბადა მეტეხის კერამიკული ბლოკი, ქვეყნის პირველი ადგილობრივი კერამიკული ბლოკის მწარმოებელი კომპანია. ბრენდის ისტორიას კომპანიის თანადამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი გვიყვება.

ევროპული სამშენებლო ტექნოლოგია, ქართული ნედლეული და ადგილობრივი ინჟინრული ცოდნა – სამი ელემენტი, რომელთა შეხამებამ მეტეხის კერამიკული ბლოკი გააჩინა. ეს კომპანია დღეს საქართველოში კერამიკული ბლოკის ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელია. კომპანიის თანადამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი ქართულ-ესპანური კავშირის, ათწლეულების გამოწვევების და ქართული სამშენებლო ინდუსტრიის მომავლის შესახებ გვიყვება.

ჩვენი წარმოების ისტორია ესპანეთში 1884 წლიდან იწყება. ეს საოჯახო წარმოება, რომელიც თავდაპირველად ხელით ნაძერწ ყალიბებზე იყო დაფუძნებული, ოთხი თაობის განმავლობაში განვითარდა და საბოლოოდ ევროპული სტანდარტის სამშენებლო კერამიკის წარმოებამდე მივიდა.

  • როგორ მოხდა, რომ ეს გამოცდილება საბოლოოდ საქართველოში გადმოვიდა?

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ესპანეთში სამშენებლო სექტორში მოთხოვნა შემცირდა – ქვეყანაში გაცილებით მეტი შენობა შენა, ვიდრე ბაზარს სჭირდებოდა. იმ პერიოდში, მე ვმუშაობდი ესპანეთში და გვქონდა ესპანურ-ქართული საინვესტიციო კომპანია. ჩვენი მთავარი მიმართულება იყო ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების საქართველოში შემოტანა – არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ მენეჯმენტისაც.

ამავე დროს, საქართველოში სამშენებლო მოთხოვნა იზრდებოდა. ამ ორი ექტორის კვეთით შესაძლებელი გახდა ესპანური წარმოების საქართველოში გადმოტანა. პროცესი 2018 წელს დაიწყო, თუმცა პანდემიამ მნიშვნელოვნად გაართულა მოვლენების მსვლელობა.

  • რატომ  შეირჩა კასპი ლოკაციად?

გარემოს დაცვის სამინისტროსა და რესურსების სააგენტოსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კერამიკული თიხის ყველაზე დიდი რესურსი კასპის მიდამოებში იყო. ავიღეთ შესაბამისი სინჯები, გავგზავნეთ ესპანეთში და ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა თიხის მაღალი ხარისხი. გამოიკვეთა, რომ საქართველოში თიხის სისტემური კვლევა პრაქტიკულად არ არსებობდა. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც ჩატარებული აქვს ქართული თიხის დეტალური კვლევა.

ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ქვეყანაში, რომელსაც ჩატარებული აქვს ქართული თიხის დეტალური კვლევა.

თავდაპირველად ბრენდ ესპანური სახელი “კერამიკა ელ ტორენტე” ჩამოყვა, რაც ლოგიკურიც იყო – ესპანელი პარტნიორები, ესპანური ტექნოლოგია, ესპანური გამოცდილება. მაგრამ წლებმა ყველაფერი შეცვალა.

  • რატომ გადაწყვიტეთ რებრენდინგი?

ვლევების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით 100%-ით ქართულ პროდუქტს ვაწარმოებთ. ეს ფაქტი თავისთავად ითხოვდა ცვლილებას, შესაბამისად ბრენდიც ქართული გახდა და საკმაოდ დიდი მისიითაც წარვდექით ბაზარზე – გვინდა მშენებლობის პროცესის ახალი სტანდარტი შევქმნათ საქართველოში.

დღეს მეტეხის ტექნოლოგიური გუნდი, მართვა და მენეჯმენტი სრულად ქართულია. ის, რაც ოდესღაც ესპანური სპეციალისტების ჩართულობას საჭიროებდა, დღეს ქართველმა ინჟინრებმა, ტექნოლოგებმა და კომპანიის მენეჯმენტმა აითვისა და განავითარ. ევროპული ტექნოლოგიები ქართულ გამოცდილებას შეერია.

  • როგორ უკავშირდება კერამიკული ბლოკი ქართულ სამშენებლო ტრადიციას?

ართული თიხა, ქართული აგური – ეს არის ჩვენი კერამო ბლოკის “ბაბუა”. ეს ერთადერთი ტრადიციული ქართული სამშენებლო მასალაა, რომლითაც საქართველოს ქალაქები და სოფლები აშენდა. სანამ კომუნისტურ პერიოდში შიფერი და ბეტონი გავრცელდებოდა, სწორედ ეს ბუნებრივი მასალა გამოიყენებოდა. კერამო ბლოკი ამ ტრადიციის გაგრძელებაა –  შეიძლება ვთქვათ, რომ ამ “ბაბუას” ერთადერთი “შვილიშვილები” და შთამომავლები ჩვენ ვართ.

ქართული აგური – ეს არის ჩვენი კერამო ბლოკის ბაბუა. საქართველოს ქალაქები და სოფლები სწორედ ამ მასალით აშენდა.

სამშენებლო ბაზარზე არჩევანი უამრავია. მყიდველის ყურადღება ხშირად კარ-ფანჯარასა და ფასადს მიაქვს, კედლის მასალა კი ნაკლებად. მეტეხი სწორედ ამ ცნობიერების შეცვლაზე მუშაობს.

  • რა განასხვავებს კერამიკულ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებისგან?

თიხა რეალურად ერთადერთი სამშენებლო მასალაა, რომელიც სუნთქავს, აქვს მაღალი თბოიზოლაცია, აქვს ხმის იზოლაცია, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და უძლებს საუკუნეებს

  • დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ფაქტორი?

როგორც საკვებ ბიოპროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა, ზუსტად იგივე ხდება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებთანაც. ეს ტენდენციაა. ვენი კვლევით, ამ ტიპის წარმოება მოთხოვნის გაორმაგება-გასამმაგებას მოითხოვს. თუ მოვახდენთ სამშენებლო მასალის ცნობიერების ამაღლებას, შესაძლოა ჩვენი წარმოება უკვე აღარ აღმოჩნდეს საკმარისი არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ვასილი ამბობს, რომ არ ჰყავ უკმაყოფილო მომხმარებელი. ეს სერიოზული განცხადებაა – განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც სამშენებლო მასალების ხარისხი ხშირად სადავო თემაა.

  • როგორ ვითარდება ქართული სამშენებლო ბაზარი?

ღეს უკვე მომხმარებლის ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყურადღება აღარ ექცევა მხოლოდ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კარ-ფანჯარა. ადამიანები ინტერესდებიან იმ მასალებითაც, რომლებიც გამოყენებულია შეღებილი კედლის მიღმა. ადამიანებს სურთ იცოდნენ, რაში იხდიან ფულს და რა ხარისხის მასალით აშენებენ საკუთარ სახლს.

ადგილობრივი წარმოების დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია საწარმოს პირდაპირ ეწვიოს – ნახოს, თუ როგორ მზადდება ის მასალა, რომლითაც სახლი შენდება. ეს გამჭვირვალობა, განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე, კონკურენტული უპირატესობაა.

  • რა გეგმები აქვს კომპანიას?

ვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი სახლი აშენდეს ჩვენი მასალით და ქართული სამშენებლო სექტორი დაუბრუნდეს იმ ტრადიციული მასალის გამოყენებას, რომლით აგებული შენობებიც საუკუნეებს უძლებდა. გვაქვს შესაძლებლობა და მიზანი, გავზარდოთ წარმოების ხაზი. მომავალში ექსპორტზეც გვინდა ვიფიქროთ, ჩვენი პროდუქტის ხარისხი ამის საშუალებას გვაძლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წარმოებას თან ახლავს მუდმივი განვითარება. წლების განმავლობაში მასალებიც და მათი ტიპებიც სულ უფრო იხვეწება.

მეტეხის კერამო ბლოკი ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ნედლეულის, ევროპული ტექნოლოგიისა და ქართული ცოდნის გაერთიანებამ შექმნას ხარისხის ახალი ნიშნული. ამ სამი ელემენტის ნაზავი, კომპანიის თქმით, სათანადო ცნობიერებისა და ბაზრის განვითარების პირობებში, ქვეყნის სამშენებლო კულტურას შეუძლია შეცვალოს.

ქართულ სამშენებლო მასალას მნიშვნელოვანი სოციალური კომპონენტიც აქვს – ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემო.

[R]

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ცნობილია