in

მეტეორების წვიმა ციდან საათში 1000 ვარსკვლავს ჩამოაგდებს

შესაძლოა, ეს ჩრდილოეთ ამერიკის ცაზე 30/31 მაისს მოხდეს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 30 ან 31 მაისს Tau Herculids-ის მეტეორების წვიმა ჩრდილოეთ ამერიკის ცას გაანათებს, ან, შესაძლოა, ასე არც მოხდეს… 

M2
M2

ამ პროცესს თქვენ პირდაპირ ეთერში ვირტუალური ტელესკოპის დახმარებით შეგიძლიათ ადევნოთ თვალი და თუ ეს მართლაც მოხდება, შთამბეჭდავი მეტეოროლოგიური სანახაობის მომსწრე გახდებით — დედამიწა კოსმოსური ქვების სქელ ტყეში გაივლის, რაც საათში 1000 ვარსკვლავის ჩამოვარდნას იწვევს.

ბონუსად კი ახალი მთვარე უნდა ჩათვალოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი სინათლის დაბინძურება მინიმალური იქნება და ვარსკვლავების დანახვასაც უკეთ მოახერხებთ.

თუმცა NASA ამის გარანტიას არ გვაძლევს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ნამსხვრევები 321 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით იმოძრავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი დედამიწამდე ვერც კი მოაღწევს…

საინტერესოა ისიც, რომ მეტეორების წვიმის საწყისი ყინულოვანი თოვლის ბურთის მსგავსი პატარა კომეტაა, რომელიც 73P/Schwassmann-Wachmann (SW3) სახელითაც არის ცნობილი. კომეტამ დაშლა უკვე დიდი ხანია დაიწყო, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მისი 70 ფრაგმენტი ჯერ კიდევ 2006 წელს დააფიქსირეს. NASA-ში კი ფიქრობენ, რომ მზის სისტემაში კიდევ უფრო მეტი ნამსხვრევი იმალება…

ხოლო ასტროფოტოგრაფებს, რომელთაც მეტეორების დაჭერა სურთ, Space.com-ზე სპეციალური მასალის წაკითხვას ურჩევენ, მაგრამ თუ ამჯერად მათ გადაღებას ვერ მოახერხებენ, სანერვიულოც არაფერია, რადგან წინ აგვისტოს პერსეიდების წვიმაა.

ისლანდიური ცხენი შვებულების დროს ელ.ფოსტის გაგზავნაში დაგეხმარებათ

შესაძლოა, ევოლუცია 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდებოდეს — კვლევა