იაპონელმა ასტრონომებმა მეტეორის მთვარესთან შეჯახება დააფიქსირეს, რომელიც ჩვენი კოსმოსური მეზობლის ღამის მხარეს ციმციმებდა. დაიჯი ფუჯიმ ამ მოვლენის ჩაწერაც კი შეძლო იმ კამერების გამოყენებით, რომლებიც სწორედ მთვარეზე დაკვირვებისთვის იყო გამიზნული. როგორც ამბობენ, ეს 23 თებერვალს მოხდა, მეტეორი Ideler L კრატერს დაეჯახა. ახლად შექმნილი კრატერის დიამეტრი კი დაახლოებით რამდენიმე ათეული მეტრი უნდა იყოს…
მართალია, მეტეორები დედამიწას ყოველდღე ეჯახებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა ატმოსფეროსთან შეხებისას იწვება. მთვარეს კი ძალიან სუსტი ეგზოსფერო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეტეორიტები, რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს, ჩვეულებრივ იმოქმედებს მთვარეზე და მას კრატერებით სავსე ზედაპირსაც შეუნარჩუნებს.
საინტერესოა ისიც, რომ მეტეორები საშუალოდ 48 280 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, მაღალი სიჩქარე კი ძლიერ სითბოს გამოყოფს და კრატერებსაც ქმნის. ამასთან, მისი სინათლის ციმციმის დანახვაც შეგვიძლია. თუმცა ამისთვის საკმარისად დიდი უნდა იყოს და დედამიწისკენ მიმავალ გზაზეც უნდა გვხვდებოდეს.
გარდა სანახაობისა, ბუნებრივია, ამ მოვლენას გარკვეული სამეცნიერო დატვირთვაც აქვს — მეცნიერებს მთვარის ზედაპირზე ზემოქმედების მაჩვენებლების გაგებაში ეხმარება. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად ემზადებიან.