in

მეტეორიტისგან დამზადებულ ლეგოს კუბიკებს მთვარის განაშენიანებაში გამოიყენებენ

წლების განმავლობაში ლეგოს კუბიკები არაერთი ინოვაციური პროექტის საყრდენად ქცეულა. ახლა კი ბრენდი „მიწიერ“ ზღვარს სცდება — შესაძლოა, მისი ახალი პროდუქტი მთვარეზე პირველი სტრუქტურების აშენებაში დაეხმაროს მეცნიერებს. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) შეიმუშავა კოსმოსური აგური შექმნა — ეს არის 3D პრინტერით შექმნილი ლეგოების სერია, რომელიც მთვარის ზედაპირის მსგავსი მასალისგან შეიმუშავეს.

M2
M2

კუბიკები ჩვეულებრივ ლეგოს ჰგავს და იმავე პრინციპით მუშაობს, გარდა ერთი დეტალისა: ყოველი მათგანი ნაცრისფერია. ეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად მეტეორისგანაა დამზადებული. ბეტონის მსგავსი სამშენებლო მასალის დედამიწიდან მთვარეზე ტრანსპორტირება წარმოუდგენლად რთული და ძვირადღირებული ბიზნესი იქნება. ამის ნაცვლად, მეცნიერები ფხვიერის ნალექის ქვიშის მსგავსი ფენის გამოყენებას გეგმავენ, რომელიც თავად მთვარის ზედაპირზე მოიპოვება და რეგოლითის სახელით ვიცნობთ.

„ჩვენი მიზანია, სხვადასხვა სტრუქტურის ასაშენებლად ადგილობრივი რეგოლითი გამოვიყენოთ. ამჟამად ESA სხვადასხვა ტექნოლოგიასა და მიდგომას იკვლევს, რათა იდეა რეალობას ვაქციოთ და მთვარის ზედაპირზე ინფრასტრუქტურა გავაშენოთ. სავარაუდოდ, ეს 10 წლის ვადაში მოხდება“, — აღნიშნავენ ESA-ში.

ამ გეგმის ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დედამიწაზე რეგოლითი აპოლოს მისიების მიერ შეგროვებულ მცირე ნიმუშებში მოიპოვება. ამიტომაც ESA-ს მეცნიერები 4,5 მილიარდი წლის წინანდელ მეტეორიტს დაეყრდნენ, როგორც ლეგოს კოსმოსური კუბიკების ძირითად წყაროს.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამ ლეგოებით ბავშვებსაც მეტი ინტერესი გაუჩნდებათ დედამიწის მიღმა არსებული სამყაროს მიმართ.

ნახეთ: Deadpool & Wolverine-ის თრეილერი

თბილისის ბულვარი — სახლი ზღვაზე, +VAT-ის ბრენდინგის ახალი პროექტი