in

მეტეორიზმის ჩემპიონატი Colonfine Gotas–სგან

ვაშა! ვაშა! მოვიგე! მეტეორიზმის ჩემპიონატი მოვიგე! – ზეიმობს ხორხე ჩავესი.

ალბათ იფიქრებთ, ვხუმრობთ?! ნამდვილად არა… დაგაბნიეთ, ხომ?!

ამ ვიდეორგოლში გაშარჟებულია (თანაც, როგორი სერიოზულობით) რეალური ჯანმრთელობის პრობლემა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აწუხებს. ისტორიას პირადად ჩემპიონატის გამარჯვებული გვიამბობს, ხოლო ჩემპიონის დედა, დიეტოლოგი, პირადი მწვრთნელი და მსაჯიც კი სრული სერიოზულობით გამოთქვამენ თავის აზრს ამ ამბავთან დაკავშირებით.

ამ მიდგომით, ბრენდი Colonfine Gotas სერიოზულად მოუწოდებს ტოქსიკურ ჩემპიონებს, გამოიყენონ ნატურალური საშუალება სწორი ნაწლავისთვის და “გათავისუფლდნენ ოლიმპიური გაზებისგან”.

მაინც, რა ამოუცნობი და უკიდეგანოა სარეკლამო ინდუსტრია, რას აღარ შეფუთავ კაცი, შთაგონება თუ გეწვია. აი, ასე გადაიქცა ჯანმრთელობის პრობლემა ხუმრობად, ხოლო რამდენად ესთეტიური და შედეგიანია, თავად განსაჯეთ ვიდეოს ნახვის შემდეგ.

P.S. ვიდეოს ყურებისას აირწინაღის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

 

ნეიმარი და ალესანდრა ამბროსიო ჯინსების რეკლამაში

Kyivstar-ის 3G ინტერნეტი – ხარისხს მომხმარებლები პირადად ამოწმებენ