in

მეთევზეები გადაშენების პირას მყოფი პაკისტანური დელფინის გადარჩენისთვის იბრძვიან

ეს უნიკალური სახეობაა, რომლის პოპულაციის ზრდაც ძალიან მნიშვნელოვანია

მტკნარი წყლის პაკისტანური დელფინები “დაცვის” ქვეშ იმყოფებიან – მეთევზეები მობილიზებულნი არიან იშვიათი სახეობის დასაცავად, რომელიც თითქმის გადაშენებულია. ამ სახეობის დელფინები ხერხის მსგავსი ცხვირითაა ცნობილი.

M2
M2

ეს დელფინები ამჟამად სამხრეთ პროვინციაში, სინდის კუნძულების ტერიტორიაზე არიან. თუმცა მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა უმეტესობამ არ იცოდა, რომ დელფინები გადაშენების პირას იყვნენ.

“ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს უნიკალური სახეობაა, რომელიც აქამდე მხოლოდ ინდის მდინარეში გვხვდებოდა” – განაცხადა აბდულ ჯაბარმა, რომელმაც უარი თქვა თევზაობაზე და დელფინების სამაშველო ჯგუფს შეუერთდა. საინტერესოა ადგილობრივი ლეგენდაც, რომლის თანახმადაც მდინარე ინდის პირველი დელფინი ერთ დროს ქალი იყო, რომელიც მამაკაცის წყევლამ დელფინად აქცია. წინა თაობებს მართლაც სჯეროდათ, რომ ეს არსებები დაწყევლილნი არიან.

ათწლეულების განმავლობაში უკონტროლო თევზაობამ და არეალების ხელოვნური კაშხლებით დაბინძურებამ პაკისტანური დელფინების პოპულაციამ 2000-იან წლებში1200-მდე დაწია. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მათი რიცხვი 40-იანი წლებიდან ამ საუკუნის დასაწყიდამდე 50%-ზე მეტით შემცირდა.

ახლა კი პაკისტანის ველური ბუნების ოფიციალური წარმომადგენლები ძუძუმწოვრების ბედის შეცვლას ცდილობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახეობის გადასარჩენად. ერთ-ერთი ნაბიჯი ე. წ. მეგობრული ბადეების გამოყენება და მავნე, უკანანო, მომწამვლელი ნივთიერებების აკრძალვაა.

ასევე, WWF-მ გარკვეული ოდენობის სესხის აღების იდეაც წამოაყენა, რაც მეთევზეებს ალტერნატიული ბიზნესის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, ველური ბუნების დეპარტამენტის დახმარებით დელფინების ზედამხედველთან მოხალისეობრივი სამსახური და 24 საათიანი დახმარების ხაზი შეიქმნა.

სამწუხაროდ, თევზაობის უხეშმა მეთოდებმა, როდესაც მსხვერპლის დაჭერის მიზნით მღვრიე წყალში ბრმად ასობდნენ წვეტიან ხელსაწყოებს, დელფინების უმეტესობის მხედველობა დააქვეითა. ეს მეთოდი არა მხოლოდ დელფინებისთვის, არამედ ყველა წყლის ბინადრისთვისაა საშიში.

საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად იანვარში, როდესაც წყლის დონე ყველაზე დაბალია, არხის მილები იწმინდება და ქმნის აუზებსა თუ ლაგუნებს, რომლებიც სასიკვდილო ხაფანგებად იქცევა საზღვაო სამყაროსთვის.

მართალია, ამ დროისათვის დელფინის ამ სახეობის პოპულაცია 1800-მდეა გაზრდილი და სტაბილურ ზრდას “წარმატების ისტორიას” უწოდებენ, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. “მოსახლეობის ზრდასთან ერთად საკვების დეფიციტია, მცირდება გადაადგილების დიაპაზონიც და საბოლოოდ ტერიტორიის მასშტაბი თუ კვერცხუჯრედების რაოდენობა შემცირდა” – აღნიშნავენ მკვლევრები.

მდინარე ინდის დელფინებს პირველი საფრთხე ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს შეექმნათ, როდესაც წყლის ნაკადის გასაკონტროლებლად კაშხლები აშენდა, რასაც საშიში ქიმიკატების წყალში ჩადინება და ნაპირებზე ქარხნების გაჩენა დაემატა. “ისინი ისევე სუნთქავენ, როგორც ჩვენ, ადამიანები. თითოეულმა მოწყალე პიროვნებამ უნდა იზრუნოს მათ გადარჩენაზე”.

SmartThings Energy – სისტემა, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარებას აკონტროლებს

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო – ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი