in

მეტი ბედნიერი ადამიანი და ნაკლები შეწუხებული მეზობელი – Bacardi–ის გასართობი სახლი იაპონიაში

Bacardi ის სასმელია, რომლის დალევაც მშვიდ და წყნარ გარემოში, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია. 2016 წლის აპრილში იაპონურმა Bacardi–მ ახალი პროდუქტი გამოუშვა, რომელიც უშუალოდ წვეულებებისა და გასართობი სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ბრენდი ერთ სერიოზულ პრობლემას წააწყდა, იაპონიის არქიტექტურიდან გამომდინარე, თითქმის ყველა სახლის კედელი ძალიან თხელი და ხმაგამტარია, ასე რომ, დალევამდე საქმის მიყვანა აქ ცოტა რთულია. თუმცა, ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა Bacardi, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

 

ერთგული მომხმარებლისთვის ბრენდმა სპეციალური გასართობი სახლი ააშენა დიდი ფართობით, სქელი, ხმაგაუმტარი კედლებით, ყველა საჭირო ტექნიკითა და კომფორტით, ბარით, განათებებითა და ქაფის აპარატითაც კი. სახლის აშენების შემდეგ, საჭირო იყო მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამისთვის ბრენდმა თითქმის ყველა მედიასაშუალება გამოიყენა: დიდი მონიტორები, ბილბორდები, სოციალური ქსელები და გაზეთებიც. სახლის დაქირავება და ღონისძიების მოწყობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ერთადერთი აუცილებელი პირობა კარგად გართობა და დალევაა.

სულ მალე, Bacardi–ის გასართობმა სახლმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, ამ მხიარული ადგილის შესახებ სოციალური ქსელები და ცნობილი ჟურნალებიც კი წერდნენ. 453 მლნ გამოხმაურება სულ რამდენიმე კვირაში და 28%–ით გაზრდილი გაყიდვები, – კამპანიას არაჩვეულებრივი შედეგი მოყვა, მეტი ბედნიერი ადამიანი და ნაკლები შეწუხებული მეზობელი.

Davidoff Nicaragua Box Pressed – უკვე თბილისშია

ადამიანი ობობა რეალურად არსებობს! – Philips-ის რეკლამა