in ,

მეტი კომპლიმენტი, ნაკლები კრიტიკა! – Amazon-ის სოციალური კამპანია #SaySomethingNice

ჩაცმულობა ადამიანისთვის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა საკუთარი თავის უკეთ გამოსახატავად. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ის სხვებისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს. “ეს რა აცვია”, მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანის მოტივაციაზე და შემართებაზე უარყოფითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, Amazon–მა წამოიწყო ძალიან დადებითი და თბილი კამპანია #თქვირამეკარგი.

ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ მრავალფეროვნების, ექსპერიმენტების, განსხვავებულობის, ნამდვილად დასაფასებლები არიან და იმსახურებენ მეტ კომპლიმენტებს. კამპანიის მიზანიც სწორედ საზოგადოებაში მსგავსი აზროვნების ხელშეწყობაა.

Amazon–მა სპეციალური ვიდეორგოლიც გადაიღი, სადაც მონაწილეობას მოდური ბლოგების ავტორები, მოდელები და დიზაინერები იღებენ. ისინი თავიანთ გამოცდილებას ყვებიან და მათ შეხედულებებს უზიარებენ მაყურებელს.

 

 

უსმინეთ ამ ადამიანებს, ქალბატონებო! თქვენი სტილი თქვენი შინაგანი სამყაროა, ის განსხვავებულია, განსაკუთრებული და ლამაზი.

თქვენ კი ძვირფასო საზოგადოებავ, მოეშვით კრიტიკას. ის არც სხვებს არგებს, არც თქვენ და არც სამყაროს.

უბრალოდ, #თქვითრამეკარგი!

მოწყალების მთხოვნელები თუ თვითმარქვია ადამიანები?! – კამპანია ტყუილის წინააღმდეგ

მოდური თაბაშირის სახვევი და საჩუქრად რძე მოუსვენარ ბავშვებს Anchor Milk–სგან