კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი კარენ დოლი თავის ახალ წიგნში Building Psychological Fitness: How High Performers Achieve with Ease იმ 5 ფაქტორს გვიზიარებს, რომლებიც დაგვეხმარება, ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესით მეტს მივაღწიოთ:
1. მენტალური ჯანმრთელობა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია
ფუნდამენტურ დონეზე მენტალური ჯანმრთელობა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განუყოფელიც კია მისგან. ერთი მხრივ, ეს რაღაც აყვავების მდგომარეობის მსგავსია, რაც მაღალფუნქციურ ქცევებზე, განსხვავებულ ინტერესებზე, ცხოვრებით კმაყოფილებასა და ბალანსზე მიგვითითებს. თუმცა, შესაძლოა, გამოჩნდეს სტრესისა და სირთულეების ნიშნებიც, არასასიამოვნო ემოციებმა დაიწყოს ზრდა და ცუდი განწყობები, დამოკიდებულებები თუ თვითშეგრძნებებიც გაგიჩნდეთ. მნიშვნელოვანია, არსებული სიტუაცია გავიაზროთ და გავიგოთ, რა დონის ან ტიპის ჩარევა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო. აქ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: მენტალური დაავადების მქონე ადამიანები საუკეთესო შედეგებს აღწევენ მხოლოდ მაშინ, როცა ეფექტურად მკურნალობენ.
თუმცა მსგავსი აყვავების უნარი რაღაც თვისება არ არის, რომელიც გაქვთ ან — არა. უფრო მეტად პროცესია, რომელსაც მოქმედებითა და ბევრი პრაქტიკით შეგიძლიათ მიაღწიოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რა საფეხურზე ხართ ახლა, თქვენ შეგიძლიათ ააგოთ შიდა რესურსები იმისათვის, რომ შეასუსტოთ სტრესორების გავლენა თქვენსავე ცხოვრებაზე.
ზოგადად კი, ადამიანებს მშვიდად ყოფნა სურთ. აქ ACE ჩარჩოზე უნდა ვისაუბროთ, რაც ქმედებას, კავშირსა და გაძლიერებას მოიცავს და ერთ-ერთი გზაა პროცესზე ფოკუსირებისთვის. მოქმედებით თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გაძლიერება შეგიძლიათ, დანარჩენი ორით კი თქვენი შიდა სამყაროს კონტროლი. თუ იბრძვით, ერთადერთი არ ხართ, მაგრამ თქვენი არჩევანია, რამდენად ისწავლით და გაამდიდრებთ თქვენსავე ცხოვრებას.
2. შეგიძლიათ ივარჯიშოთ
თუ ფიზიკურად ვარჯიში შეგიძლიათ, ე. ი. ფსიქოლოგიური ფიტნესიც შესაძლებელი ყოფილა. კონკრეტული ტერმინი მოიცავს მენტალურ, ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას, სხეულისა და სულის კავშირს. თვითმენეჯმენტს, ჯანსაღ აზროვნებასა და ეფექტურ ემოციურ პროცესებსაც ეხება. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე, შედეგებზე და იმ გზებზე, რომელთა მეშვეობითაც სტრესს პასუხობთ. ხოლო თქვენივე ფსიქოლოგიური ფიტნესის აგება მოიცავს რაღაცებთან გამკლავების უნარების განვითარებას, სოციალური ინტერაქციების გაძლიერებას, საზოგადოების ჩართულობასა და თქვენი თავის მიღმა სხვებთან კავშირს.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი აყვავების საშუალებას გაძლევთ. თუმცა ჩვენ ფსიქოლოგიურ ფიტნესს იმიტომ კი არ ვაგებთ, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ. ცვლილებასა და არჩევანს შესაძლებელს კი თვითაღმოჩენის პროცესში ჩართვა და მონიტორინგი წარმოშობს. ამასთან, თვითშეგრძნების, მოტივაციისა და მიზნების განსაზღვრის სიღრმისეულ დონეზე გაგება ფუნდამენტურია ფსიქოლოგიური ფიტნესის ასაგებად. მნიშვნელოვანია, გაიგოთ სტრესზე პასუხები და როგორ შეგიძლიათ შესაბამისად მოქმედება.
მიუხედავად გარემოებებისა, მენტალური ჯანმრთელობის მართვას მუშაობა, მიზანი და ერთგულება სჭირდება — თავად აძლიერებთ თქვენსავე ცნობიერების დონეს, სწავლობთ, მოქმედებთ, ასახავთ, ვარჯიშობთ და იმეორებთ. ფსიქოლოგიური ფიტნესის მისაღწევად, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რა აბრკოლებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც შინაგანად, ისე გარედან. თანაც, ჩვენ ყველას ტკივილის ჩვენი ვერსია გვაქვს და არც სიმდიდრე, წარმატება თუ კარგი იღბალი გვიხსნის ემოციური ტკივილისგან. შესაძლოა, ეს პრივილეგიას გვანიჭებდეს სხვებთან მიმართებაში, მაგრამ გარანტია ნამდვილად არ არის.
ხოლო გარე სტრესორების, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, სიღარიბე ან ომი, კონტროლი ჩვენ არ შეგვეძლია, რასაც ვერ ვიტყვით შიდა სტრესორებზე. შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ და მათი გავლენაც შევამციროთ.
3. თქვენ გაქვთ შეცვლის პოტენციალი
თქვენს ფსიქოლოგიურ ფიტნესში თვითრეგულირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამის ეფექტურად მართვა კი გამიზნულ პასუხებს, სიტუაციის გაცნობიერებას, მოქმედებამდე შეჩერებასა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს, რომლებიც თქვენს ღირებულებებს შეესაბამება. ეს ნიმუშების დადგენას ეხება და ცვლილებებს, რასაც კეთილდღეობამდე მივყავართ. აზრების, გრძნობებისა და ქცევების მართვასაც, რაც საშუალებას გაძლევთ, მიზნებს მიაღწიოთ. სამხილებზე დაფუძნებული ჩარევები აქ ძალიან გამოგადგებათ… პოზიტიური ფსიქოლოგიის პრაქტიკა კი გთავაზობთ ეფექტურ გზებს თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ბედნიერების გასაზრდელად…
4. ურთიერთობები, საზოგადოება და სულიერი სიძლიერე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენტალურ ჯანმრთელობაში
პიროვნული კეთილდღეობის პრაქტიკები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა — საკმარისი. პიროვნული განვითარება მოითხოვს შიდა და ინტერპერსონალური კავშირების ერთდროულად ასახვას. სულიერების გაძლიერებას კი დადებითი გავლენა აქვს ტვინზე. იმ მომენტების შექმნა, რომლებიც შთააგონებს სულიერ კავშირებს, დიდად უწყობს ხელს მენტალურ ჯანმრთელობას. ცხოვრების სუსტ მხარეებზე ფიქრი, შესაძლოა, მიზნის განსაზღვრასა და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმაროთ. ამასთან, თუ მოგზაურობას სხვებთან ერთად გადაწყვეტთ, ეს თქვენსავე ფსიქოლოგიურ ფიტნესს ააჩქარებს, ორმხრივ კავშირსა და პარტნიორობას გააძლიერებს.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ და გვინდა რომ გვხედავდნენ, ჩვენი ესმოდეთ და გვაფასებდნენ, მენტალურ ჯანმრთელობისთვისაც სწორედ ეს მეთოდები გამოგვადგება. კავშირების გაზრდა თქვენს კეთილდღეობასა და ფსიქოლოგიურ ფიტნესს გააძლიერებს. აქაც კომპანიონობა იჩენს თავს, რაც რთულ მომენტებს ამსუბუქებს და თითქოს დამცავ საშუალებასაც გვთავაზობს, შვებას, რომ ყველაფერი არც ისეთი რთულია…
5. მენტალური ჯანმრთელობა მოგზაურობაა და არა, დანიშნულების ადგილი
ადამიანები რატომღაც იმაზეც ფიქრობენ, რომ მათ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ პრობლემები, მაშინაც კი, როცა ცხოვრება ამის გარანტიას არ გვთავაზობს… ხშირად გამკლავების ისეთ მეთოდებსაც მივმართავთ, როგორებიცაა მწუხარება, ტკივილი, მარტოობა, გლოვა… ბედნიერება კი თითქოს უფრო მოკლევადიანი გამოცდილებაა, უცბად ჩნდება და უცბადვე ქრება. თანაც, კიდევ სხვა რამის მოლოდინს ადამიანები ნაკლებ ბედნიერებამდეც მიჰყავს…
აქ კი ყოველთვის გახსოვდეთ — აყვავების პროცესში შიდა სამყაროზე ზრუნვა თქვენს ფსიქოლოგიურ ფიტნესს უზრუნველყოფს. თუმცა ჩვენ ტკივილის გაძლიერებისკენ ვართ მიდრეკილნი, რასაც დამატებით სტრესამდე მივყავართ. სანაცვლოდ, უმჯობესია, თუ შევამცირებთ დაძაბულობას იმას შორის, რაც არის და რაც გვინდა, რომ იყოს. აქვე გაიაზრეთ, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა მიღებულ სარგებლად ნამდვილად ღირს…