დღეს SOCAR-მა, საზოგადოებას ახალი პროდუქტი – სოკარ ნანო, საინტერესო ვიდეორგოლით წარუდგინა. ვიდეორგოლის მიხედვით მოტივაცია, გააქტიურება, ცვლილებები და გამბედაობა ამ პროდუქტის მახასიათებლებია, რომელსაც იგი თავის მომხმარებელსაც სძენს. საცობში მდგარი კონსერვატიული გარეგნობისა და როგორც ჩანს, აზროვნების ადამიანი გვერდით მანქანაში მისთვის მიმზიდველ ქალს ხედავს, რომლისკენაც გონება კი გაურბის, თუმცა, სითამამე არ ჰყოფნის ამის გამოსახატად. მას შემდეგ კი, რაც ქალი უკვე შორსაა და მამაკაცი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურში, „ჯადოსნური საწვავით“ შეავსებს ავზს, მისი მანქანა მისი გამბედაობის, ერთი შეხედვით, დამალული ფუნქციის, განსახიერებას იწყებს. მანქანამ იცის, სად ეძებოს სასურველი ქალი, მისკენ გასავლელ გზას კი სწრაფად, ექსტრემალური მანევრებით გადის. მანქანათაშორისი და ადამიანთაშორისი ურთიერთობების პარალელი პირველი არ არის, თუმცა, ახალი ენერგიის, შესაძლებლობების, სიმძლავრისა და გამბედაობის საჭიროების წარმოსაჩენად კარგი მეტაფორული საშუალებაა. ვიდეორგოლის კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Elliot Webber-ს ეკუთვნის, ხოლო, მისი შესრულება Metro Production-ს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/socar.ge/videos/1852654178382429/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
დამდგმელი მხატვარი: დათო ჭყოიძე
კოსტუმების მხატვარი: თინა შენგელია
კასტინგი: თინა ხიზანიშვილი
ფროდაქშენ კომპანია: მეტრო ფროდაქშენი
CG: მეტრო გრაფი
ხმა: Post Red Audio