in ,

მეტი ურთიერთობა! – საქართველოს ბანკის საბანკო მომსახურების ახალი მოდელი

საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებული მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც  უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება. ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას, მომხმარებელი  მომსახურებას 360° გრადუსით იღებს, მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა და ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან – ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1465963896795125/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. რამდენიმე დღის წინ, ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით კი ბანკში ყოფნა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1467767769948071/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1471290486262466/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე: „საქართველოს ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს,  რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც, მომხმარებელი იღებს  ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას ჭირდება.“

ჯგუფ “Aerosmith”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

ქართველი „მავერიკები“: ჯემალ ხატიაშვილი