აიტექნიკსი უკეთესი გამოცდილებისთვის — კომპანიის ახალი განაცხადი მიმდინარე კამპანიის „აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში შეიქმნა და მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ მომსახურებას შესთავაზებს.
ალბათ, ფილიალებში უკვე შენიშნავდი უკეთესი გამოცდილების კონსულტანტებს, მენეჯერებს, პროგრამისტებსა და ექსპერტებს. ისინი მომხმარებლებს არა მხოლოდ ტექნიკის შერჩევაში ეხმარებიან, არამედ ავრცელებენ კომპანიის მთავარ ღირებულებას — ტექნიკისგან მიიღო როგორც პრაქტიკული, ისე უკეთესი ცხოვრებისეული გამოცდილება.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ესტუმროს ფილიალებს და გამოცადოს სასურველი ტექნიკა, რაშიც აიტექნიკსის მეგობრული და ენთუზიასტი გუნდის წევრები დაეხმარებიან. ისინი ყოველთვის მზად არიან, რეალურ, ცხოვრებისეულ საჭიროებებსა და გრძელვადიან ურთიერთობებზე ორიენტირებით, იყვნენ შთამაგონებლები, ინფორმაციულები და საინტერესო მოსაუბრეები.
შენ სხვა გზა აირჩიე
ყოველდღიურად მსოფლიოში Apple-ის მილიონობით ტექნიკა იყიდება, თუმცა მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის iPhone-ის, MacBook-ის თუ სხვა პოპულარული მოწყობილობების რეალური პოტენციალის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ტექნიკა რჩება მხოლოდ მოწყობილობად, რომლის ფუნქციებსაც შეიძლება სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ და, შესაბამისად, არ ვიყენებდეთ იმ მიზნით, რისთვისაც რეალურად შეიქმნა.
ალბათ, ხშირად მოგიკრავს ყური, რომ დღეს ყველა ტრენდებს არის აყოლილი და ზოგიერთ მომხმარებელს ვერც წარმოუდგენია, მაგალითად, iPhone-ის ხელში ჭერით ხელის გულზე რა შესაძლებლობას ფლობს. გარშემო ისიც ყველას გვესმის, რომ ტექნიკამ ადამიანები ერთმანეთს დააშორა, ურთიერთობები გააფერმკრთალა და რეალური ემოციები „სქროლვისას“ გამოხატულმა ემოჯიმ ჩაანაცვლა.
ტექნიკა, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს, თითქოს, საპირისპირო რეალობაში გვაცხოვრებს.
დაწერე, გადაიღე, დახატე
Apple-ის ტექნიკა იმ მთავარი მიზნით იქმნება, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ მარტივად იურთიერთონ, არამედ თავიანთი ღირებულებებისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნებით, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემოქმედებითი საზღვრებისგან გათავისუფლება შეძლონ. სფეროს კი მნიშვნელობა არ აქვს — ფოტოგრაფია, დიზაინი, მუსიკა, ბიზნესი… გარდა იმისა, რომ ტექნიკა გვიზოგავს დროს, ენერგიასა და ფულსაც კი, Apple არ არის მხოლოდ მოწყობილობა. სინამდვილეში, ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება. ის ბევრისთვის ჰობის კარიერად გადაქცევის ინსპირაციად, მნიშვნელოვანი სათქმელის გაჟღერებისა და წარმოუდგენლის რეალობად ქცევის საშუალებად იქცა.
Apple-ის ტექნიკით იქმნება საუკეთესო ფოტო/ვიდეო კადრები, სხვადასხვა სახის ციფრული პროდუქტი — დიზაინი, ილუსტრაცია და მრავალფეროვანი კონტენტი სოციალური მედიისთვის. ის ფართო კარს აღებს თანამედროვე პროფესიების მარტივად ათვისებისა და პრაქტიკული გამოყენებისთვის.
თუ რა გჭირდება ზუსტად შენი პროფესიის, ინტერესებისა და ჰობის გათვალისწინებით, ამის აღმოჩენაში სწორედ აიტექნიკსის უკეთესი გამოცდილების კონსულტანტები დაგეხმარებიან.
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები
ყოველთვის მნიშვნელოვანია, დავსვათ კითხვა — რეალურად გვჭირდება ის, რაც გვინდა? ან რისთვის გვჭირდება ის, რაშიც ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ? თუკი ტექნიკის მხოლოდ მოწყობილობად აღქმას გავცდებით, რეალურ მიზნებს და მათი შესრულების ეფექტურ საშუალებას დავინახავთ — ჩვენთვის სწორად შერჩეულ iPhone-ს, MacBook-ს და ა. შ.
iTechnics-ის უკეთესი გამოცდილების კონსულტანტები და ექსპერტებიც სწორედ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებიან, რაც საბოლოოდ გაპოვნინებს ზუსტად იმას, რაც უკეთესი გამოცდილებისთვის გჭირდება.
„Apple სულაც არ არის მხოლოდ პროდუქტი — Apple გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს, გვიუმჯობესებს, გვზრდის და შთაგვაგონებს. გვეხმარება, უკეთესად ვისწავლოთ, განვვითარდეთ, გავერთოთ და ვიურთიერთოთ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ბრენდის ახალი განაცხადი და სერვისი — უკეთესი გამოცდილებისთვის.
ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა მხოლოდ მოწყობილობაზე, არამედ, იმ სიკეთეებზეც, რაც შეიძლება მისგან მივიღოთ. ეს კამპანია და ჩვენი კონსულტანტების ფუნქციის გადააზრება ჩვენი ახალი განაცხადის [iTechnics — უკეთესი გამოცდილებისთვის] პირველი ქმედითი გამოხატულებაა. ამავდროულად კი პირობა, მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენთან შეძენილი ტექნიკისგან მომხმარებელმა ყოველთვის უკეთესი გამოცდილება მიიღოს”. — iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი, ნანა ფრიდონაშვილი.
iTechnics, როგორც უკეთესი გამოცდილებისთვის, ზრუნავს, რომ მომხმარებელი ბოლომდე გათვითცნობიერებული იყოს ამა თუ იმ ტექნიკის შესაძლებლობებში.
როგორც ეს თავად აიტექნიკსს სჯერა, სწორად შერჩეულ Apple-ის ტექნიკას შეუძლია შთაგვაგონოს, რომ ბოლომდე დავიჯეროთ საკუთარი იდეების, შევქმნათ და აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.
Web: www.iTechnics.ge
FB: https://www.facebook.com/itechnicsgeo
IG: https://www.instagram.com/itechnics_geo/?hl=en
[R]