in

< 3 ით მეტი ყველაფერს ცვლის!

მარკეტერი ბანკი კონსტატნას ახალი ინტერნეტ კამპანიის ავტორს, კომპანია Leavingstone-ის კრეატიულ დირექტორს ლევანს ლეფსვერიძეს ესაუბრა.

რატომ გაკეთდა ეს კამპანია?

ინტერნეტ კამპანია, ბანკი კონსტანტას ბოლო სარეკლამო ვიდეო რგოლის გამოძახილია.
მოგეხსენებათ, ბანკმა კონსტანტამ ცოტა ხნის წინ გადაიღო კლიპი,

სადაც იგი მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ მიმართონ საკუთარ ბანკს და მოითხოვონ ანაბარზე გაზრდილი სარგებელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, მიმართონ ბანკ კონსტანტას, რომელიც 3%-ით მეტ სარგებელს სთავაზობს ანაბარზე მომხმარებელს.
ამგვარად მიზანს, მიმდინარე კამპანიის “თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ!” ინტერნეტ სივრცეში მხარდაჭერა წარმოადგენდა. ამისათვის გადავწყვიტეთ ბანკ კონსტანტას Facebook გვერდით გაგვევრცელებინა დანაკლისიანი ფოტო მასალა. პოსტერები, რომლებზეც გამოსახულ სიტუაციებს აკლია 3 მნიშვნელოვანი კომპონენტი:

                            

 

                         

(სრული კამპანია იხილეთ ბმულზე: http://on.fb.me/12KM8hP )

მომხმარებელი ნათლად ხედავს, თუ რამდენად უცნაური, უხერხული და არასასიამოვნოა, როდესაც ჩვეულებრივზე ნაკლებს იღებს. გარდა ამისა, თითოეულ ფოტოზე დატანილია კამპანიის მთავარი მესიჯი: “მიიღე რაც გაკლია, მოითხოვე < 3-ით მეტი!”, რაც მომხმარებელს კუთვილი 3%-ის მოთხოვნისკენ უბიძგებს და <3-ით უსურვებს წარმატებებს.

ვინ მუშაობდა ამ კამპანიაზე? 

კამპანიის მესიტყვენი: საქალბატონე ნინო სუჯაშვილი, პატივცემული ლევან ლეფსვერიძე, ბატონი ილია ავალიანი.
დიზაინზე იზრუნა არც მეტი, არც ნაკლები – ნუცა ავალიანმა.

ინტერნეტ კამპანია მარტივად იქცა ვირუსად, ძალიან ბევრმა ადამიანმა დააშეარა და მოიწონა, მაგრამ იყო ნეგატიური დამოკიდებულებაც განსაკუთრებით ფოტოზე სადაც ჩანს ძროხა. რას იტყვით?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ არ უნდა განვიხილოთ ერთი კონკრეტული ძროხის ფოტო ცალკე. ეს არის პოსტების სერიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ამ პოსტების მიზანი კი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს თვალნათლივ დაანახოს თუ რაოდენ უსიამოვნოა, როდესაც ჩვეულებრივ სიტუაციაში რაღაცას 3-ით ნაკლებს გთავაზობენ. მაგ: ეული Beatles-ის წევრი Abbey road-ის ცნობილ ფოტოზე და ა.შ.
ამასთან, ვფიქრობ რომ ხალხმა აღნიშნული ფოტო ზედმეტად სერიოზულად აღიქვა. ალბათ, იფიქრეს ფოტო ქუჩის ბილბორდებსა და ჟურნალ-გაზეთებში განსათავსებლად დამზადდა და ამიტომ შეხედეს კრიტიკული თვალით. მაგრამ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი Facebook პოსტი, ისეთივე, როგორიც მაგალითად ვალუტის კურსის ამსახველი პოსტერი.
რაც შეეხება, პოსტის მოიუღებლობაზე წამოჭრილ სჯა-ბაასს. არ მესმის რატომ არის კონსტანტას ფეხებგამქრალი ძროხა, McDonalds-ის Milkshake-ის სარეკლამო პოსტერებში ათასნაირად ნანჯღრევ-ნატრიალებ ძროხაზე უფრო მეტად მოუღებელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მარკეტერი ბანკი კონსტანტას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა გოგუასაც ესაუბრა:

კომუნიკაციამ დასახულ მიზანს მიაღწია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც დადებითი თუ უარყოფითი გამოხმაურება გააკეთა ჩვენს Facebook კამპანიაზე. ჩვენთვის თითოეული მათგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ საზოგადოებაში კომუნიკაციის ხარისხზე მოთხოვნა გაჩნდა და ვიმედოვნებ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ქართული სარეკლამო შემოქმედების წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე

გაუზიარე Coca-Cola

McDonald’s-ის ქეისი