in ,

#მეტისღირსიხარ – როგორ გაგრძელდება „დირსის“ კამპანია?!

სალომე კენჭოშვილი
სალომე კენჭოშვილი

#მეტისღირსიხარ “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის ახალი კამპანიაა, რომლის პირველი ნაწილიც 5 სარეკლამო რგოლს მოიცავს და ყველა იმ პრობლემას შეეხება, რაც თბილისის ცენტრალურ უბნებში ცხოვრებას მოყვება. კამპანიის მეორე ნაწილი უფრო პოზიტიური იქნება და ის ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. კამპანიის, მისი სახელწოდებისა და “დირსის” ახლად დაკომპლექტებული მარკეტინგის გუნდის შესახებ უფრო ვრცლად კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, სალომე კენჭოშვილი მოგითხრობთ.

M: რა პრობლემას ეხება ახალი კამპანია #მეტისღირსიხარ?

კამპანია ორ ნაწილად იყოფა:  პირველი ასახავს იმ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, რომლებსაც ქალაქის ცენტრში მაცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან და რომელსაც „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექში ცხოვრება მომენტალურად წყვეტს. სამშენებლო მტვერი, მანქანების სიმრავლე ეზოებში, მუდმივად გადადებული მშენებლობის დასრულების ვადები და ზედმეტად მაღალი ფასები აღწერილ გარემოში საცხოვრებლად, ქალაქის ცენტრის მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურობად იქცა. კამპანიის მეორე ნაწილი უფრო პოზიტიურია და „დირსიში“ ცხოვრების უპირატესობებს აღწერს. მას ოქტომბრის დასაწყისში გავუშვებთ.dirsi

M: როგორ გაჩნდა ამ კამპანიის წამოწყების იდეა?

“დირსი”, როგორც ბრენდი, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ვფიქრობ, მიზნობრივმა სეგმენტმა უკვე დაიმახსოვრა ჩვენი სახელი და ლოგო, უკვე იცის, სად მდებარეობს კომპლექსი და ახლა დროა, უკეთესად გაგვიცნოს. გაიგოს, თუ რა გვამოძრავებს, რა უპირატესობები და როგორი ხასიათი გვაქვს. შესაბამისად, დადგა აუცილებლობა შეგვექმნა განსხვავებული კამპანია, რომელიც იუმორისტული და სახასიათო  ელემენტებით, უფრო კარგად მიიტანდა ჩვენი უპირატესობების გზავნილს პოტენციურ მომხმარებლებამდე.  ამ ეტაპზე, საკუთარი უპირატესობებისთვის ხაზგასმა, აქტუალური პრობლემების წარმოჩენით გადავწყვიტეთ.

დირსი(4)

M: როგორ შეარჩიეთ კამპანიის სახელი და რას გულისხმობს ფრაზა “მეტის ღირსი ხარ”?

ფრაზის „მეტის ღირსი ხარ“, ორნაირად გაგება შეიძლება:  პირველი, მეტის ღირსი ხარ, ასეთ პრობლემას რომ გადააწყდი, რადგან ცენტრში არჩიე ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ პრესტიჟულია. ხოლო მეორეს მხრივ, შენ ამ ყველაფერზე მეტის ღირსი ხარ და არ იმსახურებ ასეთ პრობლემებს.

M: წამოჭრლი პრობლემების როგორ გადაწყვეტას სთავაზობთ საზოგადოებას?

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, დღესდღეობით, 3 კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანია, რომელიც ფეხით სასიარულო, მანქანებისგან თავისუფალ ზონაში მდებარეობს; კომპლექსი მტკვრის სანაპიროზეა და წინ კორპუსის აშენების შანსები მინიმალურია; 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანებითა და სპორტული ინფრასტრუქტურით სრულად არის მომზადებული; საცხოვრებელ კომპლექს “დირსიში” ბინაში შესახლება შეძენისთანავეა შესაძლებელი და საბოლოოდ, კომპლექსში ცხოვრებისგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის ფასს.

დირსი

M: მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, როგორ დაკომპლექტდა ახალი შემადგენლობა?

ჩვენი გუნდი, დღევანდელი შემადგენლობით მხოლოდ ორი თვეა, რაც უძღვება “დირსისა” და „ას ჯორჯიას“ მარკეტინგს. გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სპეციფიური მიმართულებებით.

ჩვენი ინიციატივები გამიზნულია ბრენდის იმიჯის კორექტირებაზე, კომპლექსის პოპულარიზაციასა და მაცხოვრებელთა კმაყოფილების დონის ზრდაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში საუკეთესო გარემოა როგორც პროფესიული ზრდისთვის, ასევე საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. დღესდღეობით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევები გვაქვს, რადგან ყველაზე მასშტაბურ კომპლექსს უნდა დავუმკვიდროთ ის აღქმა და შეფასება მოსახლეობაში, რომელსაც იგი იმსახურებს.

შესაბამისად, მომდევნო წელი ძალიან საინტერესო, აქტივობებით აღსავსე და იმედი გვაქვს, რომ შედეგიანი იქნება საცხოვრებელი კომპლექსისთვის და კომპანია “ას ჯორჯიასთვის.”

dirsi დირსი დირსი(4)

უჩვენე ძალადობას წითელი ბარათი! – CMD–ის კამპანია #ShowViolenceTheRedCard

Kiabi–ის უჩვეულო შოურუმი ავტობუსის გაჩერებებზე და შემოდგომა–ზამთრის კოლექცია