27 დეკემბერს „გურმე“ დაარსებიდან მე-12 წელს აღნიშნავს. ჯერ კიდევ შარშან კაფე-საკონდიტროში გადაწყვიტეს, ამ დღეს თავად გასცენ საჩუქრები და უკვე მეორე წელია, მომხმარებლებს დილის საათებში ცხელ გლინტვეინსა და უგემრიელეს დესერტებზე ეპატიჟებიან.
რას გვიმზადებს „გურმე“ საახალწლოდ
უკვე ტრადიციად იქცა „გურმეს“ გამორჩეული საახალწლო შეთავაზებები მომხმარებელთათვის. კომპანია ყოველწლიურად აკვირდება, რას ელის მისგან საზოგადოება ამ დღესასწაულზე და მომდევნო წელსაც სწორედ ამ მოთხოვნების გათვალისწინებით გეგმავს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დაინტერესებაა „გურმეს“ საფირმო, საახალწლოდ გაფორმებული ტორტების მიმართ, შესაბამისად, საკონდიტრო ამ მხრივ მომხმარებლების განებივრებას განაგრძობს. შესაძლებელი იქნება როგორც მზა ტორტის შეძენა, ისე სასურველი დიზაინის ტორტის შეკვეთაც.

ვისაც ტორტს ეკლერები ურჩევნია, არჩევანი მათთვისაც არის — მეორე წელია, საახალწლოდ გაფორმებული ეკლერების ყუთი „გურმეში“ არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. თუკი თავად გსურთ, სადღესასწაულოდ ტკბილეული ბავშვებთან ერთად გააფორმოთ, „გურმემ“ თქვენთვის ჯინჯერის ორცხობილების ყუთი შექმნა. ყუთში ყველა ის ინგრედიენტი და მოსართავია გაერთიანებული, რომელიც ამ სახალისო აქტივობისთვის დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, „გურმეს“ კაფეში ჯინჯერის გამზადებული და უკვე მორთული ორცხობილების შეძენაც შეგიძლიათ.

და, რაც მთავარია, საახალწლო სუფრა მათთვის, ვინც სადღესასწაულოდ მომზადებას ვერ ასწრებს, ან უბრალოდ, დასვენება უნდა. „გურმე“ თქვენთვის ქართული, ტრადიციული კერძებით დატვირთულ, უგემრიელეს საახალწლო სუფრას გაგიმზადებთ და სახლში მოგართმევთ.
„გურმეს“ თორმეტწლიანი ისტორია
პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, მზა კვება, ფურშეტები, კორპორაციული და სადღესასწაულო ტორტები — უკვე 12 წელია, „გურმე“ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპანია მხოლოდ ერთი ფილიალით იყო წარმოდგენილი ბაზარზე, ჰყავდა ლოიალური მომხმარებელი. სწორედ მომხმარებლების ერთგულების წყალობით, დღეს „გურმე“ ფლობს დიდ საწარმოს მირიან მეფის 70-ში, ფუნქციონირებს კაფე კარტოზიას ქუჩაზე. გარდა ამისა, „გურმეს“ კაფეტერიები ოპერირებს არაერთ დიდ ობიექტზეც. სამომავლოდ კი ახალი ფილიალების გახსნაც იგეგმება.
კომპანიის მთავარი კონცეფცია უცვლელი რჩება — უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა.
გასულ წელს „გურმემ“ აუდიტის შედეგად, ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. ეს არის გარანტია მომხმარებლისთვის, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება მაღალი ხარისხისაა.
[პარტნიორის კონტენტი]