in

პოსტკრიზისული ვითარება და რეგულაციები სამშენებლო სექტორში – დადებითი და უარყოფითი მხარეები

მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დინამიურად მზარდი დარგია. სფერო როგორც შიდა მოთხოვნის შესაბამისად, ისე გარე წყაროებით დაფინანსებული მსხვილი პროექტების რეალიზაციის მიმართულებებით ვითარდება.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ, საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალურ და სხვა სახის კრიზისების პირისპირ აღმოჩნდა. ეს მკვეთრად აისახა ქვეყნაში არსებულ განვითარებულ, თუ ჯერ კიდევ განვითარებად ფაზაში მყოფ ინდუსტრიებზე და როგორც თავად ამბობენ, გამონაკლისს არც სამშენებლო დარგი წარმოადგენდა.

დღეს მშენებლობას კონკრეტული კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები – სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული თუ ტექნიკური რეგულაცია აკონტროლებს.სამშენებლო კომპანიებში ამბობენ, რომ ეს დროსა და ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ პროცესმა ქალაქისთვის დადებითი შედეგები მოიტანა: გამკაცრდა უსაფრთხოების მოთხოვნები, დადგინდა მაღალი ნორმები როგორც გარე ფასადის, ისე მშენებლობის ხარისხის მიმართულებით, არაერთ სამშენებლო კომპანიას აეკრძალა საქმიანობა მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო და ა.შ.

დღეისათვის, ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორის „მეტრა დეველოპმენტი“, რომელიც ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე 10 წელზე მეტია ოპერირებს.

„საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სხვადასხვა დარგში ჩადებული ინვესტიციები წარმოადგენს, რაშიც „მეტრას“ თავისი წვლილი შეაქვს.

ამასთან, უცხოური ინვესტიციები ეროვნულ ეკონომიკაში შიდა ინვესტიციების ზრდასაც ასტიმულირებს. ეს განსაკუთრებით ეხება პირდაპირ ინვესტიციებს, რადგან მათთან ერთად საქართველოში შემოდის არა მარტო ფინანსური სახსრები, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი კომპანიების მიერ დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოს ბაზრით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო დაინტერესდნენ.

„სამშენებლო სფეროში არსებულმა შიდა მოთხოვნამ ხარისხიან, კრიზისებისგან დაზღვეულ მშენებლობასა და ეკოლოგიურად მეგობრულ გარემოში არსებულ საცხოვრებელზე, განაპირობა „მეტრა დეველოპმენტის“ დაინტერესება საქართველოს ბაზრით და ისეთი საინტერესო პროექტის განხორციელება, როგორებიცაა „მეტრა პარკი ბაგები“.

სწორედ „მეტრა ჯგუფის“ მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების წყალობით შეძლო „მეტრა დეველოპმენტმა“ ბაზარზე კონკურენტული ადგილის დაკავება, არსებული კრიზისების გადალახვა და ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა. დღეისათვის გაყიდული გვაქვს 203 ბინა და აქტიურად ვაგრძელებთ პროექტის „მეტრა პარკი“ დასრულებას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც მსგავსი, უბნური განვითარების კონცეფციით ვგეგმავთ პროექტების განხორციელებას“.

[R]

Nokia-დან გათავისუფლებული 4300 ადამიანი, რომლებმაც ქალაქი კრიზისისგან იხსნეს!

რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს საქართველოსთვის – ტექნოპარკში ინგლისელი მეწარმის ლექცია გაიმართება