in

მშენებლობის ფილოსოფია და თანამედროვე გამოწვევები – “მეტრა დეველოპმენტი”

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა ყველა დარგი მოიცვა და განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მშენებლობის სფეროში. სამშენებლო ბაზარზე ტექნოლოგიური წინსვლა მრავალფეროვნების, ესთეტიკის, ეკოლოგიურობისა და მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. ყოველ შემთხვევაში, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები იმ კომპანიებისთვისაა ღირებული, რომლებიც განვითარებისკენ არიან მიმართული. „მე ვქმნი ნივთებს, მე ვსარგებლობ ნივთებით, მაშასადამე, მე ვარსებობ“ – ამ მოსაზრებას, ჩინელი მოაზროვნე, ლი ბოცუნი ინჟინერიისა და მშენებლობის ფილოსოფიის საფუძვლად ასახელებს.

„მეტრა დეველოპმენტის“ მთავარი მიზანია მაცხოვრებლებს ყველა საჭირო პირობა შეუქმნას, კომფორტული და ჯანსაღი ცხოვრებისათვის. მისი წარმომადგენლების თქმით, “მეტრა” არ აშენებს უბრალოდ ბინას, არამედ, მომხმარებლისთვის აშენებს მყუდრო სახლს. კომპანიისთვის უპირატეს პარამეტრებს წარმოადგენს ეკოლოგია, სივრცე, გეგმიური განაშენიანება, გამწვანება და რაც მთავარია, პროდუქტის მაღალი ხარისხი. იმისათვის, რომ დეველოპმენტში საკუთარი ფილოსოფია გაატაროს, კომპანია განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს შემსრულებლებს და როგორც დამკვეთი მუდმივად, ყველა ეტაპზე აკონტროლებს ხარისხს. კომპანიას გამოცდილი ინჟინერი, პროექტის მენეჯერი და სამშენებლო დეპარტამენტის ხელმძღავანელი ჰყავს, რომელიც ორიენტირებულია მენარდის კონტროლზე და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

„მეტრა“ კლასიკური დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვები, მოქმედების გეგმა და უპირატესობანი. უპირველეს ყოვლისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის პროექტია ყველაზე მორგებული მომხმარებელზე, კონკრეტულ ლანდშაფტში. ამის შემდეგ იწყება საუკეთესო არქიტექტორების და ინჟინრების გუნდის მოძიება, რომლებიც შესაბამის პროექტს შეასხამენ ხორცს. „მეტრა დეველოპმენტის“ მისიაა: მომხმარებელმა დაიწყოს ახალი ცხოვრება თანამედროვე და ელეგანტურ სივრცეში. კომპანიის სლოგანი კი მომხმარებელს ეუბნება – „აქ შენი ახალი ისტორიის დასაწყისია“.

კომპანიაში თვლიან, რომ “მეტრას” უპირატესობას, აქ მომუშავე პროფესიონალთა ერთობლიობა წარმოადგენს. “მეტრას” გუნდის წევრები საერთო ფასეულობებს იზიარებენ და პასუხისმგებლობით უდგებიან სამუშაოს შესრულებას, რათა მიაღწიონ საუკეთესო შედეგს. ეს საუკეთესო შედეგი გახლავთ კომპანიის ამბიცია და ამავდროულად, სურვილი, მოერგოს უძრავი ქონების ბაზრის მოთხოვნებს.

[R]

სტუდენტები ქირურგიას 3D პრინტერით დაბეჭდილ ორგანოებზე სწავლობენ! – UPDATE

ლევან ზაზარაშვილის ნამუშევარი Packaging of the World-ის რჩეულია