15
Oct
2018

„საქართველოში, ახალაშენებულ ბინებზე ფასები კვლავ მოიმატებს“ – „მეტრა დეველოპმენტი“

15 Oct 2018

სამშენებლო კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებით, ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში, ბინებზე საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე და რეგულაციების გამკაცრების გამოც, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ახალ აშენებული ბინებზე, ფასები კვლავაც მოიმატებს.

კომპანიის დაკვირვებით, დღეისათვის, უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფართი 50კვ მეტრამდეა და შესაბამისი ღირებულების (დაახლოებით $40 000- $50 000) ბინები ყველაზე მეტად იყიდება ბაზარზე. რა თქმა უნდა, ბინების ფასებზე პირდაპირ მოქმედებს ბაზარზე არსებული მოთხოვნა. „მეტრა დეველოპმენტის“ ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდგომ მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდა მცირე ფართის ბინებზე და უფრო გაიზარდა ახალაშენებულზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან ბევრმა ძველმა პროექტმა უკვე ამოწურა თავისი თავი, მოსახლეობის გემოვნებაც უფრო დაიხვეწა. ახალი ბინები თავისი კომფორტის, მრავალფეროვანი არჩევანისა და არასტანდარტული ფორმების გამო უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს.

მეტრა დეველოპმენტის სავიზიტო ბარათად შეგვიძლია „მეტრა პარკი“ ჩავთვალოთ, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს. თავისი საფასო პოლიტიკით საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ზღვარზეა, მისი ძირითადი მომხმარებელი კი ძლიერ საშუალო კლასს განეკუთვნება. სამშენებლო ბიზნესში ფასი მრავალი კომპონენტის ერთობლიობით განისაზღვრება. მაგალითად, შესაძლოა ერთი და იგივე, რამდენიმე არქიტექტურული პროექტი სხვადასხვა სამშენებლო მასალით ააშენო და ფასიც სხვადასხვა გამოვიდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რა ფორმით ბარდება პროექტი – შავი, თეთრი კარკასი, თუ გარემონტებული…

„მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებით, სამშენებლო პროექტს ყველაზე მეტად აძვირებს მიწის ფასი, რომელიც უბნის პრესტიჟულობით განისაზღვრება. შემდეგ, მოდის მშენებლობის ნებართვა, პროექტი, მასალები, მუშახელი და სხვ.

ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობის სტაბილურობაზეა დამოკიდებული ნებისმიერი სფეროს, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის განვითრების ხარისხი და ტემპები. საქართველოში, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდება, ხარისხი, კონტროლის მექანიზმები, რეგულაციები და სხვა, ამ მნიშვნელოვანი ასპექტები, ამ ძირითად ფაქტორებით განისაზღვრება. რაც შეეხება ფასებს, როგორც ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ იუწყება – ფას­წარ­მოქ­მნა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, „გამ­რუ­დე­ბუ­ლია“. მიიჩნევა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ზედ­მე­ტა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და გა­მო­ნაკ­ლისს, ალ­ბათ, არც საქართველო წარ­მო­ად­გენს. თუმცა, ისიც უდავო ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემ­დეგ, ფასებმა შესამჩნევად დაიწია და ის, ჯერ­ჯე­რო­ბით, მნიშვნელოვნად არ შეც­ვლი­ლა“, – აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტში“.

[R]

განხილვა