in

რა გავლენას ახდენს სამუშაო გარემო შრომის ნაყოფიერებაზე?!

ზრდასრული ადამიანები, დროის ძალიან დიდ ნაწილს სამსახურში ატარებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის სწორად მოწყობა.

bog
bog-mob

ადამიანთა მოტივაცია, სამუშაოს შესრულების ხარისხი, ამა თუ იმ სფეროში რეალიზება პირდაპირაა დამოკიდებული სამუშაო გარემოზე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შრომითი მოტივაცია უზრუნველყოფს ადამიანის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას. ძალიან მოტივირებული თანამშრომელი გულისხმობს ადამიანს, რომელიც ცდილობს კარგად შეასრულოს სამუშაო, აღიარებს ორგანიზაციის მიზნებს და მთელ ძალასა და მონდომებას მათ მისაღწევად მიმართავს.

კომპანია „მეტრაში“ შრომით საკითხებში სამუშაო გარემოს როლზე საუბრისას ამბობენ, რომ ოფისის არქიტექტურული მხარით დაწყებული და ინტერიერით დასრულებული, ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი საერთაშორისო კომპანია ისეთ შენობა ნაგებობებს ირჩევს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანის დღევანდელ მოთხოვნილებებს. ყურადღება ექცევა სამუშაო შენობების განთავსების არეალსაც – თუ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ქალაქის ცენტრი უალტერნატივოდ ითვლებოდა, 21-ე საუკუნე განსხვავებულ სივრცეების ათვისებას გვთავაზობს. აქტუალურია ცენტრთან ახლოს მდებარე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლები ხმაურითა და დატვირთვით გამორჩეული ადგილები. მსგავსი ადგილები დასაქმებულებს საშუალებას აძლევს მუშაობის დროსაც კი განიტვირთონ. ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ მშვიდ და სუფთა გარემოში დღის, თუნდაც, მცირე მონაკვეთის გატარება ადამიანის გონებაზე დადებითად აისახება და პირდაპირპროპორციულად ზრდის შრომისუნარიანობას. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს ხმაურიან ცენტრზე და თანამშრომლებს მწვანე გარემოს სთავაზობს – გარემოს, რომელიც მათ განწყობასა და პროდუქტიულობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს“.

მათივე თქმით, თანამშრომელთათვის იდეალურთან მიახლოებულ გარემოს შექმნაზე ბოლო პერიოდში ქართული კომპანიების ნაწილიც აქტიურად ფიქრობდა და მათი რიცხვი, მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით კი სტარტაპები აქტიურობენ.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეველოპერული კომპანიები ითვალისწინებენ ბაზარზე წარმოქმნილ ახალ მოთხოვნებს და საინტერესო ადგილზე განთავსებულ კომერციულ ფართებს გვთავაზობენ. ამის ერთ-ერთ მაგალითია კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“, რომელიც ახორციელებს პროექტს „მეტრა პარკს“ ბაგებში და საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად გვთავაზობს კომერციულ ფართებს. ნათელი, დიდი სივრცეები მშვენიერი ხედით, ტყე და კომპანიის მიერ მოწყობილი მოსასვენებელი პარკები კომერციულ ფართებს განსაკუთრებულად ღირებულად აქცევს მათთვის, ვისაც ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სურთ სამუშაო პროცესის წარმართვა“.

[R]

იაპონური ჩაის ცერემონია თბილისში

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სტარტაპები წყვეტენ საქმიანობას