in

მშვიდ გარემოში ცხოვრების უპირატესობები

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქების მაცხოვრებელია და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს პირდაპირ ზემოქმედებს ქალაქში მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების დონეზე.

როგორც კომპანია „მეტრაში“ ამბობენ, თანამედროვე ქალაქი უამრავ გამოწვევასთან, საინტერესო და აქტიურ ცხოვრების ტემპთან ერთად „გვთავაზობს“ ხმაურს, დაბინძურებას, სტრესსა და დაღლას, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

„თანამედროვე მკვლევარები აქტიურად ცდილობენ შეისწავლონ ის პრობლემები, რომელსაც დღევანდელი ურბანული ცხოვრება იწვევს. როგორც კვლევებმა აჩვენა, ის მენტალური დაავადებების რისკს 21%-დან 39%-მდე ზრდის. ამის საპირისპიროდ, ბრიტანული 17 წლიანი კვლევის მიხედვით, ურბანულ ტერიტორიებზე გამწვანებული არეალები, რომლებიც სიმშვიდით და ხმაურის ნაკლებობით გამოირჩევიან,მოსახლეობაში კეთილდღეობის დონეს ცალსახად ზრდის. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ ურბანულ გარემოში ცხოვრება, რომელიც მწვანე საფარით მდიდარია, ადამიანზე პოზიტიური იმპულსების მომტანია“, – ამბობს ბრიტანელი მკვლევარი მეთიუ უაითი.

ამიტომ, მათივე თქმით, დღეს სულ უფრო მოთხოვნადია საცხოვრებლად მშვიდი, ჯანსაღი და მწვანე გარემოს შერჩევა.

„იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი, დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც მაღალი და უსიამოვნო ხმისგან დაგვიცავს. გასათვალისწინებელია ის, რომ არქიტექტურა ეხმიანება ადამიანთა საჭიროებებს და მსოფლიოს გარშემო, სულ უფრო მეტი მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი ადგილები იქმნება“.

როგორც „მეტრას“ წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში, თავისი არსით და ფუნქციით, შესაძლებელია, „მეტრა პარკი ბაგების“ გამორჩევა. მათი თქმით, პროექტი, მომხმარებელს, დღევანდელი მწვავე პრობლემების გადაწყვეტას გვთავაზობს.

„ „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შექმნილია ხეებით გარშემორტყმულ, ქალაქში ყველაზე ნაკლებად დაბინძურებად, წყნარ, მწვანე გარემოში. მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ადგილობრივი ეკოსისტემა და ამასთან, მოწყობილია დასასვენებელი პარკები, სტადიონები, რათა მცხოვრებლებმა ყოველდღიურად შეძლონ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური გაჯანსაღება და ძალების აღდგენა. კომპანიაში ათვითცნობიერებენ, რომ მხოლოდ მშვიდი ადგილის შექმნა არაა საკმარისი და საჭიროა მისი მოფრთხილება და დაცვა. შექმნილია სპეციალური სამსახური, რომლის სპეციალისტები ყოველდღიურად უვლიან პარკში არსებულ ნარგავებს, ასუფთავებენ რეკრეაციულ ზონებს და ზრუნავენ გამწვანებაზე. ალბათ, ასეთი მიდგომა – ზრუნვა და მოფრთხილება – სწორედ ისაა, რაც დღევანდელ ადამიანს სჭირდება, მშვიდ გარემოში ცხოვრებისთვის“.

[R]

16 ქართველი არტისტი ერთ სივრცეში – თანამედროვე ხელოვნების გამოფენა

ქართულ სარეკლამო სააგენტოებს შორის მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა