in

მწვანე უბანი, „მეტრა პარკი ბაგებში“ ახალ საცხოვრებელ გარემოს ქმნის

„მეტრა პარკი ბაგებში“, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, კონცეფციით, ქალაქის ცენტრთან ახლოს, მწვანე, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის არსებობის კონცეფციას ეხმიანება.

„ ეს უბანი ხეებით გარშემორტყმულ, სუფთა, წყნარ და მწვანე გარემოში მდებარეობს, სადაც, მაქსიმალურად,  დაცულია ადგილობრივი ეკოსისტემა. პროექტი დასრულების ფაზაშია და დარჩენილი სამი სახლის მშენებლობის შემდეგ, საბოლოო სახეს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ დაგეგმილი მომავალი მშენებლობა, რომელიც „მეტრა პარკის“ ზედა ზოლში განხორციელდება, გამორჩეულია როგორც არქიტექტურით, ადგილმდებარეობით“.

„მეტრა დეველოპმენტის“ წარმომადგენლების თქმით, ადგილმდებარეობის შერჩევისას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებამ.

„ზედა ზოლი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილია დედაქალაქში, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით. ეს მომავალ მაცხოვრებლებს კიდევ უფრო განსაკუთრებულ პირობებს შეუქმნის მშვიდ გარემოში საცხოვრებლად. რაც შეეხება თავად არქიტექტურას, პროექტზე, რომლის მშენებლობის ნებართვის მიღება დეკემბერში იგეგმება, მუშაობენ ძალიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური არქიტექტორები: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი და ოუვენ ელვერდინგი. საინტერესოა ისიც, რომ მშენებლობისა და დაგეგმარების პროცესში, ჩაერთვება ლანდშაფტის დიზაინერი და იზრუნებს გამწვანების და  მოსასვენებელი ადგილების მოწყობაზე, რომ პროექტი ერთ მთლიანობაში ჰარმონიულად განვითარდეს.

როგორც „მეტრა დეველოპმენტის“ გუნდის წევრები ამბობენ, აღნიშნული ზოლი პროექტის დამაგვირგვინებელი წერტილი იქნება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მთლიანობაში აღიქვას კონცეპტუალურად განსაკუთრებული მწვანე უბანი.

[R]

ინტერიერის ფერმა „მინდორი“ – როგორ პასუხობს ახალი სტარტაპი ბაზრის მოთხოვნებს

ხელოვანები ცხრა ქვეყნიდან – პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE