in

„ . . . თბილისში უბნური ტიპის ახალი დასახლებები დიდი პოპულარობით სარგებლობს . . . “

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დეველოპერები უბნური ტიპის დასახლებებს აქტიურად ავითარებენ. მომხმარებლების თქმით, დიდი ქალაქის ხმაურისა და დაბინძურების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბინის ყიდვას, ცენტრიდან მოშორებულ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა უბნებში ამჯობინებენ.

bog
bog-mob

„დღეს თბილისში ერთ-ერთი პოპულარული დასახლებაა „მეტრა პარკი“, რომელიც ბაგებში მდებარეობს. დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და, ამავდროულად, სატრანსპორტო არტერიებით შექმნილი ქაოსისგან დისტანცირება, განლაგება შემაღლებულ ადგილზე, ქალაქის სხვა უბნებისგან განსხვავებული ეკოლოგიური პარამეტრები, სილამაზე, სიმწვანე და სიმყუდროვე – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც მყიდველები „მეტრა პარკს“ ირჩევენ“, – ამბობენ „მეტრა დეველოპმენტის“ წარმომადგენლები.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალ უბანს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ავითარებენ. მათი თქმით, ყველა სამშენებლო პროცესი ვადების და სამუშაოების წარმოების გრაფიკის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. მშენებლობის პარალელურად კი დიდი ყურადღება ეთმობა სისუფთავეს და წესრიგს.

„ აღსანიშნავია, რომ თბილისში უბნური ტიპის ახალი დასახლებები დიდი პოპულარობით სარგებლობს. „მეტრა პარკის“ კომპლექსი, რომლის ფართობიც 51,133 კვადრატული მეტრია, 23  შენობა – ნაგებობისგან შედგება. აქედან 20 უკვე აშენებულია. 2018 წლის სექტემბერში კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნება საბავშვო ბაღი, რომელიც მოემსახურება როგორც „მეტრა პარკში“, ისე თბილისის სხვა უბნებში მცხოვრებ აღსაზრდელებს. ამასთან, მთელი ჩვენი ტერიტორია გამწვანებულია: კომპანია უვლის როგორც ბუნებრივ ლანდშაფტს, ისე ზრუნავს მის განვითარებაზე. მოწყობილია სტადიონი და საბავშვო მოედანი, განვითარების სტადიაზეა კიდევ არაერთი სკვერი“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სივრცეები თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას, პარკირების საკითხს ჭრის – მყიდველებს აქვთ საშუალება, შენობებში არსებული ავტოსადგომები შეიძინონ.

„საცხოვრებელ კომპლექსში წესრიგის შენარჩუნებისათვის და გამწვანების მოვლა – პატრონობისთვის „მეტრა დეველოპმენტმა“ საექსპლუატაციო კომპანია „მეტრა სერვისი“ დააფუძნა. ძირითადი მომსახურების ჩამონათვალი მოიცავს გარე ტერიტორიის, სტადიონისა და საბავშვო სკვერის ყოველდღიურ დასუფთავებას, მობინადრეებთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით სადარბაზოების დასუფთავებასა და სახლების ლიფტების ექსპლუატაციას“.

„მეტრა პარკის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია, მომავალში, მომსახურების სპექტრის გაფართოებას გეგმავს.

[R]

რა არის შენთვის ოჯახი? – Hyundai-ს კამპანია Make Quality Time 

ბელგიურმა ტელევიზიამ ედენ აზართან ინტერვიუ ჰოლოგრამის საშუალებით ჩაწერა! – UPDATE