თბილისის უბნური ინფრასტრუქტურული კომპლექსები სულ უფრო ივსება ახალი ობიექტებით.„მეტრა დეველოპმენტმა“ თავისი უბნის, „მეტრა პარკის“ ტერიტორიაზე ისეთი ობიექტების გახსნას მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც ხელსაყრელი იქნებოდა მობინადრეებისთვის და მეტ კომფორტს შეუქმნიდა მათ. „მეტრა პარკის“ შემთხვევაში აქცენტი კეთდება არა სავაჭრო ცენტრებზე, არამედ ისეთ დაწესებულებებზე, როგორიცაა საბავშვო ბაღი.
„სწორედ ამას ემსახურებოდა საბავშვო ბაღის გახსნაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „მეტრაში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის. ეს არის დამატებითი კომფორტი მოსახლეობისთვის. „მეტრა“ მომავალშიც გეგმავს მომხმარებელზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მუშავდება პროექტები“, – აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯერები.
„მეტრას“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი კომპანია „ანბანელამ“ გახსნა. დაწესებულება 6 სასწავლო ჯგუფს მოიცავს, რომლებშიც აღსაზრდელების რაოდენობა 15 ბავშვს არ აღემატება. საბავშვო ბაღი დიდი და ნათელი ოთახებით, დაცული და კეთილმოწყობილი ეზოთია უზრუნველყოფილი.
„საბაღო ცხოვრება პატარასთვის ახალი შთაბეჭდილებების, გარემოსთან ადაპტირების პირველი ეტაპია, ამიტომ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია და ვცდილობთ, მინიმალური სტრესის პირობებში შევძლოთ მათი ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. შემდეგ კი აქტიურად ვერთვებით მათ აღზრდასა და განვითარებაში. ბაღში, ქართულთან ერთად, ფუნქციონირებს რუსული და ინგლისური სექტორებიც“, – ამბობს „ანბანელა SuperKids“-ის დირექტორი ქეთევან წულიაშვილი.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, ეკოლოგიური გარემო და ახალი ფილიალის გასახსნელად „ანბანელა SuperKids“-მა სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი „მეტრა პარკზე“.
„ჩვენი არჩევანი, ბაღი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაგვეხსნა, განპირობებულია ამ ნიშნითაც, რომ ქალაქის ამ ნაწილში გამორჩეული კლიმატია. გვაქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ღია სივრცე, სათამაშო მოედანი… ეზოები აღჭურვილია თანამედროვე, სრულიად უსაფრთხო სათამაშოებით“, – ამბობს ქეთევან წულიაშვილი.
„ანბანელას“ აღსაზრდელების ძირითადი ნაწილი სწორედ „მეტრა პარკის“ მობინადრეა. „ანბანელას“, ქალაქის მასშტაბით, კიდევ ორი ფილიალი აქვს. როგორც თავად აღნიშნავენ, წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ მისცა საფუძველი იმისა, რომ უკვე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და სპეციალურად საბავშვო ბაღის სპეციფიკაზე მორგებული კომპლექსი შეეთავაზებინა „მეტრა პარკის“ მაცხოვრებლებისთვის.
„მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯმენტი, “მეტრა პარკის” განაშენიანების პარალელურად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბუნებრივი ლანდშაფტისა და მისი ეკოლოგიური უპირატესობების შენარჩუნებას, რაც რეკრეაციული ზონების განვითარებას გულისხმობს.
[R]