„მეტრა დეველოპმენტს“, ახალი პროექტით „მეტრა პარკი“, თბილისური უბნის ტრადიციის აღდგენა სურს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ურბანიზაციის გარდაუვალმა პროცესმა, დედაქალაქში, ცხოვრების წესი და თბილისისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი ურთიერთობები შეცვალა.
„თბილისი სიცოცხლით სავსე ორგანიზმია, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების განვითარებაში. უძველესი დროიდან, ეს ქალაქი იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლებს, რომლებიც თავისუფლებისკენ, ინდივიდუალიზმისკენ ისწრაფვოდნენ და სწორედ თბილისში პოულობდნენ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას. ჩვენი დედაქალაქი თავისი ქარიზმით, საინტერესო და განსხვავებული ცხოვრების რიტმით, ოდითგანვე იზიდავდა და ერთმანეთთან აახლოებდა უამრავ ინდივიდს. სხვადასხვა ადამიანებთან ახლო კავშირი, მეზობლური, მეგობრული და ოჯახური ურთიერთობა არის ის ხიბლი, რომელსაც თბილისი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობდა. ადამიანები პოულობდნენ ინდივიდუალიზმს და, ამავდროულად, ხდებოდნენ ერთი მთლიანობის ნაწილნი. ეს ერთობა კი, იქმნებოდა მეზობლური კავშირებით და დამყარებული იყო ერთგულების, ნდობის, პატივისცემის პრინციპებზე, რომელიც თბილისს თბილისად აქცევდა. ძველი ქალაქის სახლები და ეზოები, რომელიც მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანაცხოვრობდნენ ერთად სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მქონე ადამიანები. ურბანიზაციასთან ერთად, რომელიც გარდაუვალი პროცესი იყო, თითქოს, ხელიდან გამოგვეცალა ის ურთიერთობები, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებოდით. ურბანიზაციის პროცესს თან სდევს დახურული ცხოვრების წესის გავრცელება. ის იწვევს საზოგადოებაში სოციალურ – დემოგრაფიულ, კულტურულ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ურბანიზაციის ცნება საზოგადოების განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად მოიაზრება, მისი შედეგები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სწორედ ამ საზოგადოებაზე. ჩვენთვის სულ უფრო გაუსაძლისია დიდ, მხუთავ ქალაქში ცხოვრება, რომლის სწრაფი ტემპი გვავიწყებს ერთმანეთს და საკუთარ თავსაც. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, იმატა ერთმანეთთან გაუცხოებამ და ჩაკეტილობამ“.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „მეტრა დეველოპემნტი“, ცდილობს, პროექტით „მეტრა პარკი“, ძალიან მნიშვნელოვანი თბილისური უბნის ტრადიცია აღადგინოს და განაახლოს.
„კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებს იმას, რომ თანამედროვე ადამიანს არამხოლოდ ლამაზი და ხარისხიანი სახლი სჭირდება, არამედ ბუნებასთან და ადამიანებთან სიახლოვე. ასეთი კავშირების წყალობით, შეგვიძლია, გავექცეთ მეგაპოლისურ ქაოსს და ყოველდღიურობას სიმშვიდე შევმატოთ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი გარემო გვთავაზობს ბუნებრივად მწვანე ლანდშაფტს, მოედნებს, დასვენებისა და თავშეყრის ადგილებს. ეზოთა განლაგება იმდენად გაშლილია, რომ ეს დიდი სივრცე იზიდავს და სურვილს უჩენს ადამიანებს, ერთმანეთთან უფრო მეტი დრო გაატარონ. სწორედ ამიტომ, აქ იღვიძებს ის დაკარგული თბილისური ეზოს ტრადიცია და სიცოცხლით სავსე ურთიერთობები, რომელიც ასე აკლია ჩვენს დედაქალაქს“.
[R]