12
Feb
2020

Mercedes-Benz-მა 2020 წლის Metris “Weekender” წარადგინა

12 Feb 2020

Mercedes-Benz-მა, 2020 წლის Metris “Weekender”, უკვე ოფიციალურად წარადგინა. ბრენდის სამიზნე სეგმენტი, ამ შემთხვევაში, მოგზაურობისა და ლაშქრობის მოყვარულები არიან. ანუ ისინი, ვისაც შაბათ – კვირის გატარება ქალაქგარეთ, ოღონდ არა სასტუმროში, არამედ ბუნებაში სურს.

“Weekender”, ქართულად, ქალაქგარეთ დროს სატარებლად მყოფებს ნიშნავს. სახელი და კონცეფცია ზუსტად შეესაბამება ავტომობილს – მასში ყველაფერია კემპინგისთვის: კარავი ლუქიდან „იშლება“, უკანა სავარძლები კი საწოლებად გაკეთდება. გარდა ამისა, შიგნით საკმაო სივრცეა ქალაქგარეთ საჭირო აღჭურვილობისთვის.  

„დიდი ხანია, ვიცით, რომ ასეთი მანქანების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ამას მოწმობს მოთხოვნა ძველ ავტო-ფურგონებზე“, – ამბობს კომპანიის მმართველი დირექტორი რობერტ ვეიტი.

Mercedes-Benz-ის ახალი მოდელი 2020 წლის გაზაფხულიდან გაიყიდება. მართალია, ჯერ ზუსტი ფასი უცნობია, მაგრამ როგორც კომპანიაში ამბობენ, დაახლოებით, $70 000 ეღირება. თუმცა, აპირებენ, შედარებით ბიუჯეტური პროტოტიპიც გამოუშვან.

 

განხილვა