in ,

რისთვის იყენებს Metro Goldwyn Mayer ხელოვნურ ინტელექტს?

Metro Goldwyn Mayer-ში (MGM) გადაწყვიტეს, რეკლამის განმთავსებლებსა და მედია პროდიუსერებს ჯეიმს ბონდის მსგავსი პერსონაჟების ლიცენზირება გაუადვილონ. მიმდინარე წლის დასაწყისში, Amazon-ის შეძენის შემდეგ, თითქმის 100 წლის ფილმის დისტრიბუტორმა ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე ინსტრუმენტი მიიღო. ამ უკანასკნელს შეუძლია, ვიდეოკადრები საძიებო ტერმინებზე დაყრდნობით იპოვოს — იქნება ეს კონკრეტული ფრაზა თუ დიალოგი.

ამ ყველაფრის მიზანია, კომერციულ ვიდეო პროდიუსერებს MGM-ის ბიბლიოთეკაში კადრების მოძიება და ლიცენზირება გაუადვილდეთ. Clip Locator სისტემის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ MGM ჰოლივუდის პირველი სტუდია იყო, რომელმაც თავისი არქივები ამ გზით გახადა ხელმისაწვდომი. ეს კომპანიის უზარმაზარი ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაციისა და ტექნოლოგიის ინტეგრაციის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილია — კერძოდ, პარტნიორებისთვის კონტენტის გამოყენება გააადვილოს. ასევე, ეს მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობას ემსახურება.

„ეს არის გამჟღავნებასა და აღმოჩენაზე… ჩვენი ბიზნესის ყველა სფეროში ლიცენზირების გუნდს შეუძლია ამ შინაარსზე წვდომა უზრუნველყოს და ვისაც სურვილი ექნება, სიღრმისეული კვლევა ჩაატაროს, რათა იპოვოს ის, რასაც ჩვეულებრივ ვერ მიაგნებდა“, — განმარტავს ჟიმ კროსბი, MGM-ის ციფრული განყოფილების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

გარდა ამისა, Metro Goldwyn Mayer ყიდის კლიპებს, კადრებსა და ინდივიდუალურ პერსონაჟებს. მაგალითად, საკრუიზო ოპერატორმა Direct Line Insurance RoboCop პერსონაჟი თავის 2020 წლის კამპანიაში ჩართო. ხოლო ბრიტანულმა ტოტალიზატორმა Ladbrokes Rocky ამ წლის დასაწყისში თავის რეკლამაში გამოიყენა. „სარეკლამო და კინოს გადამღები საზოგადოება ჩვენი ძირითადი სეგმენტია. გვსურს, მათი საქმიანობა გავაადვილოთ ჩვენი ხელსაწყოს საშუალებით“, — ამბობს MGM-ის საჯაროობისა და ლიცენზირების დირექტორი, ბენ ჰიუსტონი.

წარსულში ასეთი ინსტრუმენტის შექმნის ერთ-ერთი გამოწვევა ალგორითმისთვის მრავალი განსხვავებული ინტონაციისა და აქცენტის სწავლება იყო. თუმცა კომპანიამ წარმატებით მოახერხა ალგორითმის გაწვრთნა, რათა დიალოგის ხაზები ადვილად და ზუსტად ამოეცნო. ასევე, გუნდი ამჟამად სისტემას იმისათვის ავარჯიშებს, რომ ადამიანები, ობიექტები და ლოგოები სრული სიზუსტით ამოიცნოს.

გარდა ამისა, MGM თანამშრომლობს ბლოკჩეინ კომპანია Eluvio-სთან, რათა სტარტაპის დეცენტრალიზებული სისტემა გამოიყენოს, როგორც მონაცემთა შენახვის წიგნი მისი კატალოგისთვის.

ქამარი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა – მანქანის უსაფრთხოების ღვედი

ზრდის თუ არა პროდუქტიულობას თანამშრომელთა ინდივიდუალური კონტროლი?