17
Apr
2013

“მეტრო” JWT-ის ნაწილი ხდება!

17 Apr 2013

Elit Electronics


მეტრო ლოგოსარეკლამო სააგენტო “მეტრო სტუდიო”-მ  JWT-ის აფილაცია მიიღო. არსებული სახელს ახალი დასახელება Metro JWT-ი ჩაანაცვლებს.

JWT მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სააგენტოა, რომელიც WPP-ის ჰოლდინგში შედის, მისი ქსელი მსოფლიოს 100 მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

მარკეტერი კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ირაკლი მაქაცარიას ესაუბრა.

“ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო კვლევა, ვინ იყვნენ საქართველოში სარეკლამო ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები. შემდეგ იყო მათთან შეხვედრები, გასაუბრებები, ამას მოჰყვა ბაზრის შესწავლა და აუდიტი. ასე შევუერთდით ჩვენ ამ საერთაშორისო ქსელს”- ამბობს “მეტროს” დირექტორის მოადგილე ირაკლი მაქაცარია.

“მეტრო” სამ წელზე მეტია სარეკლამო ბაზარზეა. კრეატივი, დაგეგმარება, სტრატეგიის განსაზვრა, განხორციელება, ანიმაცია, 3D , კლიპების დამზადება, მედია განთავსება – სტუდია მომხმარებელს სარეკლამო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

მეტროსააგენტოში თვლიან, რომ ეს ნებისმიერი კომპანიისათვის დიდი წარმატებაა და დადებითად აისახება როგორც მათზე, ასევე მომხმარებელზე. 

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კლიენტები ის ქსელური საერთაშორისო ბრენდები გახდებიან, რომლებიც რეგიონშია შემოსული. Kraft, Rolex, Nokia, Bloomberg – მათთან წვდომა ექსკლუზიურად გვექნება. ჩვენთვის ასეთი კლიენტები მეტი წარმატებისა და სტაბილურობის გარანტიაა. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებენ ტრენინგებს. გაეცნობიან ინოვაციებს მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე”- ამბობს ირაკლი მაქაცარია.

“მეტრო” საერთაშორისო ქსელთან მიერთების შემდეგ გარკვეულ ვალდებულებებს შეასრულებს. მაგალითად, შეიცვლის ლოგოს, ფერებს, კორპორაციულ სტილს და მის სახელს JWT დაემატება. მათი სამუშაო ოფისიც კი ისეთ სტილში იქნება, როგორც ეს მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანაში JWT –ს ქსელშია. ახალი მოთხოვნების მიხედვით მნიშვნელოვანი დეტალია ვებ გევრდიც, რომელიც ასევე დამუშავების პროცესშია.

მსოფლიო დონის კლიენტებთან შესაბამისი მასშტაბების მომსახურება ერთგავრად უკვე აყალიბებს გარკვეულ საფასო პოლიტიკას. თუმცა, სააგენტო “მეტროში” ამბობენ, რომ JWT მათ ფასებს არ “კარნახობს” და მათი მომსახურების ღირებულება ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ბაზართან.

“საბაზრო პოლიტიკის მხრივ ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიკა აქვს. მათი მხრიდან აქცენტი კეთდება მომსახურების ხარისხზე და მაღალკვალიფიცურ თანამშრომლებზე. საფასო სტრატეგიაში არ ერევიან. მუდმივად მოხდება იმის მონიტორინგი რას გავაკეთებთ ჩვენ, რადგან მოვემსახურებით საერთაშორისო კლიენტებს. მიუხედავად ამისა, მეტრო მომხმარებელს კონკურენტებთან შედარებით კონკურენტულ ფასს შესთავაზებს” – ამბობს ირაკლი მაქაცარია.

 

განხილვა