10
Oct
2018

„გადაღებაზე წამიყვან?“ – Metro Production საპროდიუსერო კურსებს იწყებს

10 Oct 2018

„გადაღებაზე წამიყვან?“ – ეს ის ფრაზაა, რომელიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფილმის ინდუსტრიაში მყოფ ადამიანს ხშირად სმენია, თუმცა რეალური პროექტის განსახორციელებლად, როგორც წესი, ცოტა კვალიფიციური კადრის მოძიება ხდება ხოლმე შესაძლებელი. არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ფროდაქშენ კომპანია Metro Production საფუძველს უყრის საპროდიუსერო კურსებს. მანამდე კი, 27 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“, 15:00-დან 19:00-მდე სარეგისტრაციო ფორმის შევსებისა და დასტურის მეილის წარდგენის შემთხვევაში, მსურველები შეძლებენ საპილოტო, ერთდღიან ვორქშოპზე დასწრებას. შეხვედრაზე კი, მოისმენენ საქართველოს რეალობაში მიღებულ გამოცდილებასა და ცნობილი რეკლამისა თუ სხვა ვიდეონაწარმის შიდა სამზარეულოების განხილვას.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ზოგადად, კურსის დეტალებზე მარკეტერს Metro Production -ის Bidding Producer, მაშო თევდორაშვილი ესაუბრა:

ზოგადად, საპროდიუსერო სკოლა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვენ, როგორც ამ ინდუსტრიის ნაწილი, ამ პრობლემას ყოველდღიურად ვეჯახებით და ზუსტად ვიცით ის სირთულე, რაც პროექტისთვის საჭირო კადრის ძიებას მოჰყვება ხოლმე. გადაღების მოედანზე გასვლის მსურველი ბევრია, თუმცა მოედანს ყველას ვერ ანდობ, შესაბამისად, გვიწევს კადრების აღზრდა, რაც მუშაობის პროცესთან ერთად, ძალიან რთულია. სწორედ ამან ჩაუდო საფუძველი საპროდიუსერო კურსების დაარსების იდეას, – მაშო თევდორაშვილი.

კურსის გავლისას გაეცნობით ფროდაქშენის ეტაპების სრულ სპექტრს:
– სცენარის შექმნა – იდეიდან ‘ფროდაქშენ ბრიფამდე’;
– პრეფროდაქშენი – მზადება გადაღებისთვის;
– ფროდაქშენი – გადაღება;
– პოსტპროდაქშენი – ფერი, გრაფიკა, ხმა;
– დისტრიბუცია – ვიდეოს გავრცელება.

მაშო თევდორაშვილი:ახლა ვიდგამთ ფეხს და ძალიან მნიშვნელვანია პირველი შეხვედრა და ამ პროგრამის საპილოტო ვერსიის გაცნობა აუდიტორიისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბევრ შეფასებას მივიღებთ, რომ მოლოდინების შესაბამისად მოვახერხოთ კურსის ორგანიზება“.

განხილვა