in ,

ქართული კომპანია Metro Production მსოფლიო ბრენდ NIKE-ს რეკლამას იღებს!

Metro Production იღებს NIKE-ს რეკლამას, მსოფლიოში ცნობილ რეჟისორ დენიელ ვულფთან, სააგენტო Wieden+Kennedy-სთან (WHY-den and KEN-edy), Somesuch – სარეკლამო ფროდაქშენ კომპანიასა და The Mill -თან ერთად, რომელიც გრაფიკასა და ფერების კორექციას უზრუნველყოფს. როგორც „მეტრო ფროდაქშენის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო გაბილაია მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, კამპანიის სახელი ჯერ კონფიდენციალურია, თუმცა ის ფაქტი, რომ „ნაიკის“ ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში ასეთ აღიარებულ რეჟისორსა და ცნობილ სააგენტოებთან უწევს კომპანიას მუშაობა, ეს უკვე ძალიან საინტერესოა:

BOG
BOG

„ვიდეორგოლები იქმნება რამდენიმე, დაახლოებით, 9 ქვეყნის ბაზრისთვის. ვეძებდით პოსტსაბჭოთა სივრცეებს, ისეთ ადგილებს, ჯერ კიდევ შენარჩუნებული რომ აქვთ ძველი იერი. ასეთივე, პოსტსაბჭოთა სივრცეებიდან ჩამოვიყვანეთ რამდენიმე სპორტსმენი, ისეთი ადამიანები, რომლებმაც თვითონ მიაღწიეს ყველაფერს. გადავიღეთ მათი ბავშვობა, სიზმრები და ცოტა სიურრეალისტური მიმართულების ვიდეოსერიები გამოგვდის. ეს ვიდეორგოლები და სლოგანი, რომელსაც ჯერ ვერ ვამხელთ, იქნება NIKE-ს ახალი კამპანიის დასაწყისი“, – სანდრო გაბილაია. 

სააგენტო Wieden+Kennedy (WHY-den and KEN-edy) – ამერიკული სააგენტო, რომელსაც ოფისები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ჰოლანდიაში და სწორედ ამ ქვეყნის ოფისიდანაა კომპანია ჩართული NIKE-ს ახალი კამპანიის შექმნაში. Wieden+Kennedy-ს NIKE-სთან თანამშრომლობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია.

Somesuch არის სარეკლამო ფროდაქშენ კომპანია ლონდონიდან, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ხოლო The Mill მუშაობს ვიზუალურ ნარატივზე, 1990 წლიდან. რაც შეეხება დენიელ ვულფს, ცნობილი რეჟისორია, რომელსაც ბევრი რეკლამა აქვს გადაღებული და ბოლო დროს, სიურრეალისტური მიმართულებითაა დაინტერესებული.

შენიშვნა: მხარეებს შორის კონფიდენციალური ხელშეკრულების საფუძველზე, Metro Production-მა გადაღების პროცესის ამსახველი ფოტომასალა ვერ გაგვიზიარა.

როგორ გავხადოთ კონტენტი უფრო მიმზიდველი და გამოხმაურებადი – 5 გზა ციფრულ მარკეტინგში

წყალზე მოსიარულე შარლიზ ტერონი, Dior-ის ვიდეორგოლში