in

#პორტფოლიო: 10 რეკლამა Metro Production-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, გაგაცნობთ ვიდეორგოლებს METRO Production-ის პორტფოლიოდან.

„შინაგანი ბავშვი“

საქართველოს ბანკის 2018-2019 წლის საახალწლო კამპანია ბევრი ადამიანისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ვიდეორგოლზე, რეჟისორმა დათო ბორჩხაძემ იმუშავა.

„ჩვენ მოვიგებთ! საქართველო არ გაჩერდე!“

საქართველოს ბანკის ეს ვიდეორგოლი ქართველი ოლიმპიელების მხარდასაჭერად შეიქმნა. ვიდეორგოლზე ნიკუშა [კუკუშა] მოწონელიძემ იმუშავა.

“The Diamond Journey”

ბრილიანტების მწარმოებელი საერთაშორისო ასოციაცია Diamonds Producer’s Association (DPA)-ის ეს ვიდეორგოლი Ian Pons Jewell-თან და უკრაინულ სერვის კომპანია Radioaktivefilm-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

“Beside April”

BADBADNOTGOOD-ისთვის ეს მუსიკალური ვიდეორგოლი, Camille Summers-Valli-ის რეჟისორობით შეიქმნა. მუსიკალური ვიდეორგოლების წარმოება METRO PRODUCTION-ის გუნდის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა:

„როდესაც გადაღების თაობაზე დაგვიკავშირდნენ, ძალიან
მცირე ბიუჯეტი ქონდათ, თუმცა უდიდესი ენთუზიაზმი და საინტერესო პროექტის შექმნის სურვილი. მეტროს გუნდიც ზუსტად იმავე ენთუზიაზმითა და რესურსით ჩაერთო პროექტში. ეს არ იყო, უბრალოდ, კომერციული დაკვეთა. ეს იყო რამდენიმე მხარის ერთსულოვანი კოლაბორაცია. შედეგიც ამაზე მეტყველებს.“

„იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს“

ეს ვიდეორგოლი, BetterflyDDB-სთან ერთად, ლუდი „ქარვასთვის“ შეიქმნა. რეჟისორი – ნიკუშა [კუკუშა] მოწონელიძეა.

„ერთი რამის სიყვარული“

საქართველოს ბანკის 26 მაისის კამპანიაა. ის გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას ეძღვნება. კამპანიაზე METRO Production-მა JWT Metro-სა და რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად იმუშავა.

MYRA – Security Systems

კამპანია საერთაშორისო ანტივირუსული კომპანია MYRA-სთვის შეიქმნა. ვიდეორგოლზე METRO Production-მა გერმანულ ფროდაქშენ კომპანიასთან და რეჟისორ Oliver Bernotat-თან ერთად იმუშავა.

“Everything to sell Anything Anthem”

კამპანია IT ბრენდ SQAUARESPACE-ისთვის შეიქმნა. ვიდეორგოლზე METRO Production-მა უკრაინულ კომპანია Radioaktivefilm-თან და რეჟისორ Ian Pons Jewell-თან ერთად იმუშავა.

„მეზობელი“

დათო ბორჩხაძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეზობელი“, METRO Production-ის ერთ-ერთი შვილობილი პროექტია. ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ჯერ კიდევ აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას. ფილმის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ გვერდზე.

“Comfort Zone”

მოკლემეტრაჟიანი ფილმი Jordan Blady-ის რეჟისორობით: „ჯორდანი ერთ-ერთი იმ რეჟისორთაგანია, რომელიც მუდამ ბრუნდება საქართველოში გადასაღებად, ყოველი შემდგომი პროექტი მისი წინა პროექტის დროს მიღებული ინსპირაციაა. ეს პროექტიც არ გახლავთ
გამონაკლისი. Matt Shally არის Drag Community-ის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ჯორდანმა თავის პირველ ვიზიტზე ქასთინგისას გაიცნო. მან ის პირველივე პროექტის მთავარ როლზე არ დაამტკიცა, თუმცა სპეციალურად მისთვის და ამ ისტორიის აღბეჭდისთვის მეორედ მალევე დაბრუნდა და ალბათ, თავისი პორტფოლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე
თამამი ნამუშევარი შექმნა.“


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პორშეს ამბიციური გეგმა – 2030 წლისთვის ავტომობილების 80% სრულად ელექტრო იქნება

იმპლანტის მეშვეობით, სრულიად პარალიზებულმა ადამიანმა სხვებთან კომუნიკაცია შეძლო