in ,

კედელი – მეტროგრაფის დიდი გეგმები და მუშაობა მოკლე ანიმაციაზე

“კედელი” არის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, ერთი და იმავე რუტინით დაკავებული სამი განსხვავებული პერსონაჟის შესახებ. ყველაზე ახალგაზრდა პერსონაჟი საინტერესო და ჩახლართულ დისკუსიას წამოჭრის, სადაც ბუნდოვანია ზღვარი ყოფით პრობლემებსა და ეგზისტენციალურ გამოწვევებს შორის. თვითგამორკვევის პროცესი სევდითა და იუმორითაა გაჯერებული, კულმინაციის გზაზე კი მეტად ცხადდება პერსონაჟების პორტრეტები.

13835505_1049153205132563_518382075_o.png

სტუდია მეტროგრაფი  საკუთარი რესურსით მოკლე ანიმაციაზე მუშაობს, რომლითაც აუდიტორიის მოხიბვლას მეტროგრაფის ლოგოდა უფრო მასშტაბური პროექტებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ანიმაციის რეჟისორი არის ვასკა ქართველიშვილი ხოლო მთავარი მხატვარი – ნუკა კვირიკაშვილი. პროექტის ავტორებს სწამთ, რომ უნიკალური სტილისტიკისა და ხელწერის პროდუქტი პოპულარობას მოიხვეჭს. მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამ ჟანრს დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, რომ მიმზიდველი და ხელსაყრელი რესურსების ქვეყანად დაპოზიციონირდეს.

ანიმაცია იქნება შესრულებული ეგრედწოდებული 3D (სამ-განზომილებიანი ) ტექნოლოგიით და ვიზუალური ხარისხი იქნება თანამედროვე სტუდიების მიერ შესრულებული ნამუშევრების დონის. სრული ქრონომეტრაჟი იქნება დაახლოვებით 10 წუთი თუმცა თავდაპირველად ვგეგმავთ პირველი 1 წუთის დემოს გაკეთებას საკუთარი რესურსით, რათა ამის საფუძველზე შემდგომ მოვიპოვოთ ის დაფინანსება რომელიც ჭირდება მთლიანი 3d kedeliმულტფილმის გაკეთებას. 1 წუთიან დემოში ნაჩვენები იქნება ის ხარისი და ვიზუალური თხრობა რასაც ვპირდებით მაყურებელს, დემოს საფუძველზე შეეძლება ნებისმიერ ადამიანს ნათლად აღიქვას თუ რა ხარისხს ვუმიზნებთ.

პერსოანჟების შექმნისას ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ახალი და განსხვავებული სტილი შეგვემუშავებინა რაც გამოარჩევს ჩვენს პროექტს თანამედროვე ბაზარზე არსებული ანიმაციებისგან. პროექტის მხატვართან, ნუკა კვირიკაშვილთან ერთად, უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ პერსონაჟების ხასიათის და ვიზუალის შემუშავებაზე. ასევე გაკეთებული გვაქვს კადრირება ანიმაციის დემოსთვის და გადასულები ვართ 3D მოდელირების ეტაპზე რაც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

კედელი - მოკლე ანიმაცია

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვემზადებით მსგავსი პრეოქტის განსახორციელებლად და არა-ერთხელ გვქონდა ამისი მცდელობა. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით ახალ სიტყვას ვიტყვით ქართული ანიმაციის ინდუსტრიაში და ფესტივალებზე საქართველოს სახელით ღირსეულად წარვსდგებით.

gmirebi

რა იწვევს სტრესს სამსახურში და როგორ გავუმკლავდეთ მას?

რა ხდება, როდესაც სარეკლამო კამპანიის რეჟისორები, სცენარის ავტორები და ილუსტრატორები ბავშვები არიან?!