16
Nov
2018

„მეტრომარტის“ ახალი მაღაზია, განსხვავებული კონცეფციით

16 Nov 2018

14 ნოემბრიდან, ელექტრონიკის ჰიპერმარკეტმა „მეტრომარტი“ ახალი კონცეფციის მაღაზია გახსნა. კონცეფციის ფორმატია ე.წ. “Smart & Loft”, რაც უფრო კონტაქტურ, სახლის გარემოსთან მიახლოებულ მაღაზიას ნიშნავს. მაღაზიაში შეგიძლია, შეეხო ნებისმიერ ნივთს, დატესტო ახალი თამაში, სათამაშო გაჯეტის ხარისხი, რეალურად შეაფასო ვირტუალური გარემო.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

პროექტის ფარგლებში კომპანია „მეტრომარტს“ დაგეგმილი აქვს საქველმოქმედო კამპანია, რომელსაც 17 ნოემბერს, გახსნის ცერემონიას დაუკავშირებს. საქველმოქმედო კამპანიასთან დაკავშრებით, კომპანია ყოველი გაყიდული პროდუქციიდან თანხას მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადარიცხავს.

ვინაიდან სამომხმარებლო ელექტრონიკაში ძალიან სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა ეკოტექნოლოგიები და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ამიტომ ჩვენი მიზანია კომფორტულად და საინტერესოდ გავაცნოთ ქართველ მომხმარებელს მსგავსი ტექნოლოგიები და ინოვაციები, – აცხადებენ კომპანიაში.

მეტრომარტი ერთ ქსელში აერთიანებს ფიზიკურ და ვირტუალურ მაღაზიას. მაღაზიაში შეგიძლიათ, შეარჩიოთ და შეიძინოთ ის ნივთიც კი, რომელიც ფიზიკურად არ არის, თუმცა არის ონლაინ მაღაზიაში, შეიძინოთ ონლაინ, თუნდაც, ფიზიკურ მაღაზიაშივე, რადგან ამისთვის გამოყოფილია და მოწყობილია სპეციალური სივრცე.

„გახდი ქველმოქმედი მეტრომარტთან ერთად!“

„მეტრომარტი – უფრო მეტი!“

[R]

განხილვა