in

„მეტროპოლი” – შეიძინე სახლი, რომელიც ჩაიფიქრე, 10%-ამდე სუბსიდირებით

დეველოპერული კომპანიამეტროპოლი“ „მეტროპოლ ქავთარაძისპროექტის ფარგლებში 1 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. 15 ივლისის ჩათვლით მომხმარებლები პროექტის მშენებლობის დასრულებამდე იპოთეკური სესხის 10%-ამდე სუბსიდირებით ისარგებლებენ და ბინის შეძენას თვეში მხოლოდ 1 800 ლარიდან შეძლებენ.

კამპანიის ფარგლებში „მეტროპოლმა“ საინფორმაციო ფლაერები გაგუას კლინიკაში განათავსა. შეთავაზება განკუთვნილია ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და ახალი საცხოვრებლის შეძენას გეგმავენ.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ ქალაქის ცენტრში მშენებარე ახალი, პრემიუმკლასის საცხოვრებელი სივრცეა, რომელიც ორ მრავალსართულიან შენობას აერთიანებს და გთავაზობთ არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურასა და ფუნქციურ მშენებარე ბინებს, არამედ სრულყოფილ ინფრასტრუქტურას.

პროექტი გამოირჩევა 1 ჰექტარი დახურული სარეკრეაციო ზონით. მხოლოდ მეტროპოლის მცხოვრებლებისთვის შექმნილი გამწვანებული ეზო უსაფრთხოების, სიმშვიდისა და კომფორტული ცხოვრების პირობაა ოჯახებისა და მათი პატარა წევრებისთვის.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ ქმნის იშვიათ შესაძლებლობას, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში და, ამავდროულად, გამწვანებულ გარემოში, რაც მოიცავს: კერძო საბავშვო ბაღს, საბავშვო სივრცეებს, მოსასვენებელ პავილიონებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, მინიატურულ შადრევნებს, სპორტულ სივრცეებსა და 5-დონიან ავტოსადგომს.

პროექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების  დაცვით მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ამასთან, აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი და შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის ყოველი ეტაპი ხარისხისა და ვადების სრული დაცვით წარიმართოს.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის დეტალები:

გასათვალისწინებელია, რომ სუბსიდირების ზუსტი პროცენტი ითვლება ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით, დამოკიდებულია ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე. მაგალითად, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ოჯახის მესამე ან მომდევნო შვილია, სუბსიდირების მოცულობა, შესაძლოა, 10%-ამდე იყოს.

 მეტროპოლ ქავთარაძე – სახლი, რომელიც ჩაიფიქრე

დეტალების დასადგენად დაუკავშირდით „მეტროპოლს”

ტელეფონი:  +995 571 88 99 99 | www.metropol.ge

[პარტნიორის კონტენტი]

Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

მორიგი გლობალური აღიარება „მაკდონალდს საქართველოსთვის“ – რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი კახეთის გზატკეცილის რესტორნის დირექტორი გახდა