მეტროპოლის სუბურბანული პროექტი Metropol Lisi საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. პროექტი The Global Economics Awards 2026-ის გამარჯვებულია ნომინაციაში Excellence in Integrated Suburban Residential Community Development – საქართველოში გამორჩეულ სუბურბანულ თანამედროვე დასახლებად დასახელდა.
The Global Economics Awards ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ფინანსური გამოცემის – The Global Economics Limited-ის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში წარმატებული კომპანიები და პროექტები სახელდება, რაც ბიზნესის განვითარების, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენას ემსახურება.
„Metropol Lisi ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტია და მისი საერთაშორისო აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს ჯილდო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეფასებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროექტის კონცეფცია, განვითარების ხედვა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნის პრინციპებს შეესაბამება. ასეთი აღიარება ჩვენთვის იმის დასტურია, რომ არჩეული მიმართულება საერთაშორისო დონეზეც დადებით შეფასებას იმსახურებს,“ – Metropol-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი.
Metropol Lisi
თანამედროვე სუბურბანული ცხოვრების კონცეფციას ეფუძნება, სადაც საცხოვრებელი გარემო ბუნებასთან ჰარმონიაში ვითარდება. პროექტის მიზანია შეიქმნას დაბალი სიმჭიდროვის, მწვანე და ფუნქციური სივრცე, რომელიც ქალაქთან სიახლოვესთან ერთად სიმშვიდეს, კომფორტსა და ცხოვრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
პროექტი 70-მდე მიწის ნაკვეთს აერთიანებს და თანამედროვე, ჭკვიანი სისტემებით აღჭურვილ დასახლებას ქმნის. პროექტის დაგეგმარებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაცხოვრებლების ყოველდღიურ საჭიროებებს, საერთო სივრცეების ფუნქციურ დაგეგმარებასა და ბუნებრივ გარემოსთან ბალანსის შენარჩუნებას. ტერიტორია აერთიანებს გამწვანებულ ზონებს, რეკრეაციულ სივრცეებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რაც კომფორტული და მრავალფეროვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
3 600 მ² საერთო ფუნქციური სივრცეა გამოყოფილი, სადაც მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო სივრცეები, სპორტული და სავარჯიშო ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ველობილიკები, დეკორატიული გამწვანება და სასმელი წყლის შადრევნები.
Global Economics Awards 2026-ის ფარგლებში მიღებული ჯილდო Metropol-ისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კომპანიის ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომასა და განვითარების ხედვას უსვამს ხაზს. ბოლო წლებში Metropol-ის პროექტებმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც კომპანიის მიერ შექმნილი პროექტების მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დადებითი შეფასების კიდევ ერთი დასტურია.
[R]











