in

„ჩაიფიქრე და იმოქმედე” – „მეტროპოლის” ღონისძიებაზე მორაგბე დავით ნინიაშვილი ბავშვებს შეხვდა

„ჩაიფიქრე და იმოქმედე“ – ამ მთავარმა გზავნილმა გააერთიანა ღონისძიება, სადაც „მეტროპოლის“ ბრენდამბასადორი, გამორჩეული მორაგბე დავით ნინიაშვილი შეხვდა ახალბედა მორაგბეებსა და პროექტების მცხოვრებლებს. მეტროპოლმა ბავშვებს წარმატების ცოცხალი მაგალითი შეახვედრა – ადამიანი, რომელმაც საკუთარი ჩანაფიქრები რეალურ მოქმედებად და წარმატებად აქცია.

დავით ნინიაშვილმა ბავშვებს გაუზიარა საკუთარი გზა – ბავშვობიდან დიდ სპორტულ წარმატებამდე. მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შრომის, მიზანდასახულობისა და ყოველდღიური მოქმედების მნიშვნელობას, რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს.


ბავშვებმა დავითთან ერთად ითამაშეს, დაუსვეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღეს გულწრფელი პასუხები როგორც სპორტზე, ისე იმ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს მიზნის მიღწევას და საკუთარი ჩანაფიქრების შესრულებას.

შეხვედრა მოულოდნელი, ემოციებით სავსე და განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ერთად თამაშმა და პირადი გამოცდილების გაზიარებამ ბავშვებისთვის შთამაგონებელი, გულწრფელი და დასამახსოვრებელი გარემო შექმნა.


ღონისძიების დასრულებისას ბავშვებს გადაეცათ ბრენდირებული მაისურები, რომლებზეც დავითმა პირადად მოაწერა ხელი, როგორც სიმბოლო იმისა, რომ პირველი ნაბიჯი საკუთარი მიზნებისკენ ყოველთვის მოქმედებით იწყება. საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და სივრცე კიდევ უფრო მეტად აივსო სიხარულითა და დადებითი ემოციებით.

საყვარელ გმირთან შეხვედრა ფოტოებითა და ავტოგრაფებით დასრულდა, თუმცა ამ დღის მთავარი მოგონება მხოლოდ ხელმოწერა არ ყოფილა. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩანაფიქრი სწორედ მაშინ იწყებს რეალურ არსებობას, როცა მას მოქმედება მოჰყვება.

[პარტნიორის კონტენტი]

სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს

ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის სასარგებლოდ გამოყენება – ქართული პლატფორმა LLM.GE