დეველოპერული კომპანია მეტროპოლი სულ ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა თავისი კომუნიკაციითა და სარეკლამო კამპანიით უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში.
ეთო მერებაშვილი, CMO: „დღესდღეობით, საქართველოში ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხოთ, ვისთან შეხვედრას ისურვებდნენ, ალბათ, ყველა მათგანი ერთხმად ხვიჩა კვარაცხელიას დაასახელებს. ასე მოხდა ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირების შემთხვევაშიც — კითხვაზე ბავშვებმა უყოყმანოდ კვარა დაასახელეს. მეტროპოლში ბევრი აღარ გვიფიქრია, ნაპოლისთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში შეგვეძლო პატარა შეხვედრა დაგვეორგანიზებინა ხვიჩასთან და ასეც მოვიქეცით. შემოქმედებით ჯგუფთან ერთად კონცეფცია შევკარით, ნაპოლისთან შეხვედრა შევათანხმეთ, გადამღები ჯგუფი შევკრიბეთ და დავიწყეთ შეხვედრამდე დღეების ათვლა!
ბავშვებს, რა თქმა უნდა, არ გავუმხილეთ, ვისთან შეხვედრაზე მიგვყავდა და, როგორც მოველოდით, მათი პირველი ემოციები იმდენად გულწრფელი და გულისამაჩუყებელი იყო, კვარამაც კი იგრძნო კამერის მიღმა.
კვარა რომ სამაგალითო ფეხბურთელია, ბავშვებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა: მომავალ ფეხბურთელებს ძალიან ბევრი საჭირო რჩევა მისცა, ესაუბრა შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის მნიშვნელობაზე, სწავლის აუცილებლობაზე. მეტროპოლში ძალიან გვეამაყება, რომ ხვიჩა ჩვენი კომპანიის სახეა.
ვფიქრობ, ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ეს შეხვედრა და მეტროპოლში ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი საშუალებით შედგა ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი ბრენდის მისია ადამიანებზე და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა“.
თუმცა ამის გარდა, კაი ხალხთან მუშაობა და, უფრო მეტად, ბავშვების გახარება ძალიან საინტერესოდ ჟღერდა. გვქონდა 20 წუთი, გვყავდა კვარა და ვიცოდით რომ 1-ელი ივნისი მოდიოდა. ამ სამ რამეს წესით რომ გააერთიანებთ, ეს ვიდეო უნდა გამოვიდეს. როგორც ვიდეოს დასაწყისში გაისმის, ბავშვებს ოცნება ავუხდინეთ, მწვრთნელმა ვითომ ტრავმა მიიღო, ხოლო შეცვლაზე კვარაააა შემოვიყვანეთ. უფრო სწორად, კვარადონა… კი არადა კვარა მასწი!!!
დანარჩენზე კი ბავშვებს მივენდეთ: ემოციები, კითხვები და თუნდაც უხერხული პაუზები თუ კვარასხილვისგანმიღებულშოკიანი ბავშვების სიჩუმე, რომელიც კადრში არ მოხვდა, ყველაფერი იყო და ყველაფერი ნამდვილია.
სუპერ ხალხი ჩაერთო და სუპერ შედეგი დაიდო. მოკლედ, გვინდოდა ბავშვები ისე გაგვეხარებინა, როგორც კვარა გვახარებს ხოლმე და მემგონი გამოგვივიდა.
დანარჩენს ხალხი შეაფასებს.
პ.ს. მეც მინდა კვარასთან 15 წუთი საუბრის ფუფუნება და ბავშვობა, მაგრამ მაინც დიდი მადლობა მეტროპოლს ამ შანსისთვის!!!“
[R]