in

მეცნიერები, გეოინჟინერიის გამოყენებით, დედამიწის გაგრილებას გეგმავენ

პროექტი Marine Cloud Brightening Project (MCB) ატმოსფერული მეცნიერების ღია საერთაშორისო თანამშრომლობას წარმოადგენს

ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგოდ უამრავი ტექნოლოგია არსებობს – იქნება ეს ნახშირბადის “დამჭერი” მანქანები თუ მყინვარების გიგანტური საბნებით დაფარვა… ამ მხრივ ნამდვილად არ განვიცდით იდეების დეფიციტს. ახლა კი ატმოსფერული მეცნიერების გუნდს სურს, შექმნას თეთრი ღრუბლები, რომლებიც უფრო მეტ მზის სხივს შთანთქავს. აღნიშნული კონცეფცია დედამიწის გაგრილებას უკავშირდება.

ახალი პროექტი გეოინჟინერიის თეორიულ ტექნიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც ცნობილია როგორც “საზღვაო ღრუბლების გაბრწყინება”. მისი მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია – კაშკაშა თეთრი ღრუბლები უფრო მეტ შუქს შთანთქავს პლანეტიდან და უკან კოსმოსში უშვებს. ასე რომ, თეორიულად ნამდვილად შესაძლებელია დედამიწის გაგრილება.

ამ მიზნით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრისა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევრები გაერთიანდნენ. პროექტი Marine Cloud Brightening Project (MCB) ატმოსფერული მეცნიერების ღია საერთაშორისო თანამშრომლობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის გასაგრილებლად ღრუბლების პოტენციალს იკვლევს.

სპრეის ტექნოლოგია

პროექტი MCB სპრეის ტექნოლოგიის შესაქმნელად სამფაზიან კვლევის პროცესს გადის. ეს უკანასკნელი ზღვის წყლის მიკროსკოპულ ნაწილაკებს ცისკენ აგზავნის. მკვლევართა თანახმად, თითოეული ეტაპი, დამოუკიდებელი ორგანოების მიერ იმის უზრუნველსაყოფად განიხილება, რომ ტექნოლოგიამ უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ატმოსფეროს.

თუ ტექნოლოგია წარმატებით იმუშავებს, მას დიდი პოტენციალი აქვს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თვალსაზრისით. საერთო ჯამში ეს ამბიციური გეგმაა. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტიპის გეოინჟინერია დიდ გამოწვევებს აწყდება სამეცნიერო საზოგადოებაში.

დაბოლოს, გახსოვდეთ, ნახშირბადის შემცირების გამოსავალი წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება – ასე რომ, სუნთქვის შეკავებას ნუ ეცდებით.

მავნე გამოსხივებისგან 100%-ით დამცავი სპეციალური ლინზები “კენარისგან”

საქართველოში Kia-ს მოდელები უკვე ახალი ლოგოთი იყიდება!