in ,

მეცნიერებმა ამინდის კონტროლის გზას მიაგნეს

შესაძლოა, ამინდის კონტროლს რეალურად არ აღიქვამდეთ, მაგრამ თუ გვალვებისა და წყლის დეფიციტის შესახებ არსებულ შეშფოთებებს გაითვალისწინებთ, მიხვდებით, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია — მეცნიერები წვიმის წვეთებში ელექტროენერგიას შეისწავლიან.

M2
M2

რედინგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ წვიმის წვეთების წარმოქმნის “წახალისება” ღრუბლების ელექტროენერგიით დატვირთვის გზით შეიძლება. ღრუბლები წყლის ორთქლითაა სავსე, მაგრამ მხოლოდ მაშინ წვიმდება, როცა ეს ორთქლი უფრო მძიმე წვეთებად კონდენსირდება. ხოლო იმისათვის, რომ საკმარისად მძიმე წვეთებად ჩამოყალიბდეს, მათ საპირისპირო მუხტი სჭირდება. 

თუმცა ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ წვიმის წვეთების წარმოქმნის წინაპირობა ყოველთვის ეს არ არის. თუ მუხტი უფრო დიდია ერთ წვეთში, ისინი მაინც დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მუხტის რაოდენობა მოცემულ წყლის წვეთში კი შეიძლება, შეიცვალოს, როცა ის იონებს ახლომდებარე ელექტრული ველიდან შეიძენს.

მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლებზე ელექტრული ველების გამოყენება წვიმის წვეთების მხოლოდ ხუთი პროცენტით შეკვრას გამოიწვევს, გუნდის აზრით, ისინი მაინც შეძლებენ წვიმის სტიმულირებას, ან პირიქით შეჩერებას. ვარაუდობენ, რომ 33 ფუტის სიმაღლის წვიმის კოშკები ღრუბლების ელექტრიფიკაციისთვის უფრო მუდმივი გზა იქნება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კვლევას არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებენ, რადგან უდაბნო უკიდურესად მშრალი ადგილია და მათ ამ პრობლემის მოგვარება სურთ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ იწყება

#პორტფოლიო: 10 სარეკლამო კამპანია ABK-ს ნამუშევრებიდან