in

ნახეთ: მეცნიერებმა ანტარქტიდაზე აისბერგის გამოყოფის შემდეგ მრავალფეროვანი არსებები აღმოაჩინეს

“არ ველოდი რვაფეხასა და თევზს, ან მრავალი მოძრავი არსების ნახვას და რეალურად, ისინი აქ იყვნენ”

სულ ცოტა ხნის წინ აისბერგი, სახელწოდებით A74, რომელიც მანჰეტენზე 20-ჯერ დიდია, ანტარქტიდის ყინულის შელფს გამოეყო. ამან ზღვის ფსკერის აქამდე დაფარული ნაწილი გამოავლინა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში მზის შუქი არ უნახავს.

რა თქმა უნდა, ეს ხელსაყრელი მდგომარეობა აღმოჩნდა მკვლევრებისთვის – ეკიპაჟი “Polarstern”, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ვიდრე მეცნიერები აისბერგისა და შელფურ ყინულს შორის გაჩენილ “უფსკრულში” კვლევას შეუდგებოდნენ, ძლიერი ქარის ჩადგომას ელოდნენ. საბოლოოდ კი, ეს 13 მარტს გახდა შესაძლებელი. მკვლევართა მიზანი უედელის ზღვის ფსკერის იმ ნაწილის გამოკვლევა იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში 1000 ფუტი სქელი ყინულით იყო დაფარული.

მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ზღვის ფსკერამდე მიაღწია, ყინულქვეშ მცხოვრები საოცარი არსებები აღმოაჩინეს. ქმნილებების უმეტესობა, რომლებიც კამერებმა დააფიქსირა, მიმაგრებისა და შეკუმშვის უნარის მქონე ორგანიზმებია.

მსგავსი მრავალფეროვნება მკვლევართათვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან ვერ წარმოედგინათ, თუ მსგავს გარემოში ღრუბლების, უხერხემლო ცხოველთა ტიპის გარდა სხვა სახეობებიც იქნებოდა. “არ ველოდი რვაფეხასა და თევზს, ან მრავალი მოძრავი არსების ნახვას და რეალურად, ისინი აქ იყვნენ” – ამბობს ერთ -ერთი მკვლევარი. მართლაც ამოუცნობია, როგორ შენარჩუნდა ეს მრავალფეროვანი წყალქვეშა ეკოსისტემა მზის სხივების არ არსებობის პირობებში – ორგანული საკვები პროდუქტებისა და წყალმცენარეების უმეტესობა ოკეანეების ისეთ ნაწილებში, სადაც მზის შუქის მიღებაა შესაძლებელი, რაც მათ “სასიცოცხლოდ” სჭირდებათ.

„საქართველოს შემფუთველთა კლასტერი“ პროფესიული გადამზადების პროგრამებს იწყებს

საქართველოს ბანკი Amazon-თან ერთად ფინტექ ვებინარს გამართავს