in

მეცნიერებმა Deepfake-ის ამომცნობი ტექნოლოგია შექმნეს!

ის მუშაობს როგორც ფოტოებზე, ისე ვიდეოებზე

ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი გენიალური ინსტრუმენტი შექმნეს, რომელიც “დიფფეიქ” ფოტოების სურათების ამოცნობას ემსახურება. სამეცნიერო ნაშრომში დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ შემუშავდა აღნიშნული ტექნოლოგიის კონცეფცია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეალურ ფოტოებზე ადამიანის რქოვანის ანარეკლი იდენტური იყო, განსხვავებით “დიფფეიქ” ფოტოებისა, სადაც ანარეკლი უმეტესად განსხავავებული იყო. როდესაც ახლად შექმნილი მოწყობილობა ასეთ გამოსახულებებზე დატესტეს, ეფექტურობამ 94%-ს მიაღწია.

საგულისხმოა, რომ ინსტრუმენტს გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს თან. მაგალითად, ის ნაკლებ ეფექტურია ისეთი ფოტოებისთვის, რომლებიც ე. წ. პორტრეტის რეჟიმში არ არის გადაღებული, რადგან თვალის ანარეკლის დანახვა გაცილებით რთულია.

“დიფფეიქ” ტექნიკას ფოტოებსა თუ ვიდეოებში აქტიურად იყენებენ და ზოგჯერ რთულიც კია რეალურისგან გარჩევა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს. მართალია, ზოგიერთი მათგანი აშკარა ყალბი ხასიათისაა, მაგრამ ისინი უფრო და უფრო იხვეწება. ამიტომაც, მსგავსი “ამომცნობის” შექმნა მნიშვნელოვანია “ყალბი რეალობისგან” თავის დასაღწევად.

აღსანიშნავია, რომ “დიფფეიქის” ამომცნობი ტექნოლოგიების შემუშავებაზე მრავალი კომპანია მუშაობს. მათ შორის Microsoft.

TikTok, როგორც გაცნობისა და შეხვედრების აპლიკაცია

AS Monaco eSports: „ჩვენ ინვესტიციას მომავალზე ვაკეთებთ“