in

მეცნიერებმა “ელექტრონული კანი” შექმნეს!

ის ცნობს, როგორ მოძრაობებს ასრულებს მომხმარებელი

ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ელექტრონული მასალა და ტარებადი სენსორი შექმნეს. მას ზუსტი მოხრილობისა და ზოგადად კიდურების მოძრაობის გამოვლენა შეუძლია. სინამდვილეში ეს ელექტრონული კანია.

დეველოპერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მოწყობილობის განვითარება დაავადებების იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს – მაგალითად, პარკინსონის დაავადების ადრეულ ეტაპზე დადგენა იქნება შესაძლებელი. ასევე, იგი შშმ პირებს ხელოვნურ კიდურებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

ელექტრონული კანი მოძრაობათა დიაპაზონს ცნობს, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანის სახსრები ნახევარი ხარისხის სიზუსტით ასრულებს. ეს მიღწევა თანამშრომლობის შედეგია, რომელსაც პროფესორი ჰოსამ ჰეიკი ხელმძღვანელობდა. მისი ლაბორატორია მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი, როგორც ტარებად მოწყობილობებში სპეციალიზებული ორგანიზაცია.

მართალია, ე. წ. cURL სენსორები დიდი და მოცულობითია, მაგრამ მეცნიერებმა ამ პრობლემის დასაძლევად საინტერესო მეთოდს მიმართეს. მათ კომპოზიციური მასალა შექმნეს, რათა სენსორები მოქნილ, გაჭიმვად, ბიოთავსებად ნაწილებად ქცეულიყო და დაჭიმვისას მისი ელექტრული თვისებები არ შეცვლილიყო.

ამასთან, მკვლევრებმა მიღებული სიგნალის ანალიზის მათემატიკური პრობლემების გადაჭრა შეძლეს. “ამ სენსორის მრავალი შესაძლო პროგრამა არსებობს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის, სუნთქვის ცვლილებებისა და მოძრაობის დარღვევების იდენტიფიცირებისთვის. ასევე, მისი გამოყენება პაციენტის მოძრაობის აღსადგენადაც შესაძლებელია – რობოტიკაში უკუკავშირი გადამწყვეტ როლს ასრულებს” – აღნიშნავს პროფესორი ჰეიკი.

როგორი იქნებოდა ისტორიაში ცნობილი დედოფლების პოსტები Instagram-ზე?

ქეთო ბარაბაძე Berlin School of Creative Leadership-ის პროგრამაზე ისწავლის!