in

მეცნიერებმა “ჯოჯოხეთურად” ცხელი პლანეტა აღმოაჩინეს!

მის ზედაპირზე ლითონი მყისიერად აორთქლდება…

ახლად აღმოჩენილი “ჯოჯოხეთური” სამყარო, შესაძლოა, მზის შემდეგ ყველაზე ცხელი პლანეტა იყოს ჩვენთვის აქამდე ნაცნობ ციურ სხეულებს შორის. TOI-1431b, ასევე ცნობილი, როგორც MASCARA-5b, დედამიწიდან 490 სინათლის წლით არის დაშორებული. 

აღნიშნული პლანეტა ზომით თითქმის ორჯერ აღემატება იუპიტერს. მისი ტემპერატურა კი, ჩვენს გალაქტიკაში არსებულ წითელი ჯუჯა ვარსკვლავების ტემპერატურას აჭარბებს. 

“ეს ძალიან ჯოჯოხეთური სამყაროა – დღის ტემპერატურა დაახლოებით, 2700 გრადუსი ცელსიუსია, ღამის კი – 2300. მის ატმოსფეროში სიცოცხლე უბრალოდ ვერ იარსებებს” – ამბობენ მეცნიერები. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის აქამდე ნაცნობ პლანეტებს შორის ყველაზე ცხელია. MASCARA-5b-ის ტემპერატურა მნიშვნელოვნად აღემატება ლითონების უმეტესობის დნობის წერტილს, რომელთა დნობისთვისაც 2000 გრადუსამდე ტემპერატურა სრულებით საკმარისია. 

გარდა ამისა, საგულისხმოა პლანეტის უჩვეულო ორბიტა – თუ მზის სისტემის პლანეტებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა მათგანი მზის ანალოგიური მიმართულებით ბრუნავს. MASCARA-5b-ის ორბიტა კი იმდენად არის დახრილი, რომ ის მასპინძელი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს. 

TheTOI-1431b პლანეტა პირველად Nasa’s Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS)-მა დააფიქსირა. 

3D პრინტერით აშენებული სახლი, რომელიც 10 დღეში დამზადდა

ჩიტის სახლებით მორთული დასავლეთ ლიბანი