in

მეცნიერებმა „ქალთევზას მუმიის“ შესწავლა დაიწყეს

ქალთევზების არსებობის გჯერათ? ალბათ, ეს კითხვა უჩვეულოდ ან ბავშვურ „თამაშად“ გეჩვენებათ… თუმცა მეცნიერთა გუნდმა ახლა სწორედ „ქალთევზას მუმიის“ გამოკვლევა დაიწყო. პროექტზე კურასიკის მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

M2
M2

ეს უცნაური შესახედაობის მქონე არსებაა, რომელსაც ჯერ კიდევ 1736-1741 წლების შუალედში იაპონიაში, დღევანდელი კოტის პრეფექტურის სანაპიროზე მიაკვლიეს. დღემდე მუმია ქალაქ ასაკუტის ერთ-ერთ ტაძარში ინახებოდა, როგორც თაყვანისცემის ობიექტი. “ჩვენ მას თაყვანს ვცემდით, რათა კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში ოდნავ მაინც დაგვხმარებოდა. ვიმედოვნებ, ეს კვლევის ობიექტი მომავალ თაობებს მის შესახებ მეცნიერულ მონაცემებს დაუტოვებს”, — ამბობს ტაძრის ღვთისმსახური.

ახლა კი მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ასევე, იგეგმება დნმ-ის ანალიზის გაკეთებაც იგეგმება, რათა დადგინდეს, რომელ ცხოველს განეკუთვნება არტეფაქტი. როგორც ვარაუდობენ, ეს მაიმუნისა და თევზის ხელოვნურად შექმნილი ჰიბრიდი უნდა იყოს. თანაც, ამგვარი შემთხვევა აქამდეც დაფიქსირებულა — მაგალითად, ქალთევზა, რომელიც რეალურად ხის ტანზე მიმაგრებული თევზი იყო. ასევე, ე. წ. ფიჯის ქალთევზა, რომელშიც სწორედ მაიმუნისა და თევზის ნაწილები იყო შეერთებული.

ელექტრო ID.Buzz – Volkswagen წარსულს მომავალში აბრუნებს

Twitter Shops-ის საშუალებით, Twitter-ში „შოპინგს“ შეძლებთ