in

მეცნიერებმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კოდი გაშიფრეს!

მოპოვებული ინფორმაცია Github-ზე გამოქვეყნდა

სტენფორდის ორმა მეცნიერმა შეძლო, Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავის (mRNA) თანმიმდევრობა მოეპოვებინა. შემდგომ კი მისი კოდი Github-ზე, პროგრამული უზრუნველყოფის პოპულარულ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.

ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავის თანმიმდევრობა ძირითადი ინსტრუქციების ერთობლიობაა, რომელიც თქვენს სხეულს ეუბნება, რა უნდა გააკეთოს. Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში კი, ის ჩვენს სხეულს ანიშნებს, რისი წარმოებაა საჭირო, კორონავირუსთან საბრძოლველად. რეალურად, აღნიშნული ვაქცინის მთელი არსი კოდის ასეთი მოცემულობაა.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ კვლევაში, გარდა გაშიფრული კოდისა, მეცნიერებმა დეტალურად აღწერეს, როგორ მიიღეს სასურველი შედეგი. მათ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) გამოყენებული ფლაკონების შენახვის უფლება ითხოვეს, რომლებშიც ინდივიდუალური მოხმარების შემდეგ სულ ცოტა პრეპარატი მაინც რჩება. შემდგომ კი სწორედ ეს ნარჩენები გამოიყენეს საკვლევად.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებისათვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კარგია სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეთ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სახლის პირობებში შეუძლებელი და დაუშვებელია…! ვაქცინისთვის კიდევ ბევრი რამაა საჭირო, რაც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი რჩება, მიუხედავად გამოქვეყნებული გაშიფრული კოდისა.

როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მეცნიერები ვაქცინის კოდის გაშიფვრას ახერხებენ. 2020 წლის ბოლოსთვის ღია პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის PowerDNS-ის დამფუძნებელმა, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით, შეძლო, Pfizer-ის ვაქცინის mRNA-ის თანმიმდევრობა გაერკვია.

FINA – „კომპანია, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვენი ბიზნესის ნებისმიერ გამოწვევას, გადაწყვეტილებით უპასუხოს“

Facebook და Google, აზიისა და ამერიკის დასაკავშირებლად, ახალი წყალქვეშა კაბელების გაყვანაზე მუშაობენ