ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინრებმა ე. წ. რბილი რობოტი გამოიგონეს, რომელიც მუხლუხოს მოძრაობებს იმეორებს. ელექტრო ეფექტურ ხელსაწყოს წინ და უკან, ან სულაც, ძალიან ვიწრო სივრცეებში გადაადგილება შეუძლია. მუხლუხოს მოძრაობები კი ვერცხლის ნანომავთულებით კონტროლდება, მოწყობილობის მოხრისას თბება და ცივდება, რათა მას სხვადასხვა მიმართულებებიც მისცეს.
„რბილი რობოტების შექმნა, რომელსაც ორი სხვადასხვა მიმართულებით წასვლა შეეძლება მნიშვნელოვანი გამოწვევაა რბილ რობოტიკაში. ჩაშენებული ნანომავთულის გამათბობლები საშუალებას გვაძლევს, რობოტის მოძრაობა ორი გზით გავაკონტროლოთ: სითბოთი განვსაზღვრავთ, რომელი სექცია მოიხაროს, სითბოს რაოდენობით კი მისი მოხრის მასშტაბს“, — განმარტავს იონგ ჟუ, რობოტი მუხლუხოს ავტორი.
ამის მისაღწევად მცოცავი რობოტი პოლიმერის ორი ფენისგან შედგება, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებს სიცხეზე, მაგალითად თუ ერთი იკუმშება, მეორე ფართოვდება… მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი ენერგია მიეწოდებოდა მას, მით უფრო სწრაფად მოძრაობა შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით. ბუნებრივია, აქ რობოტის გაციებაც მნიშვნელოვანი საკითხია, რის გამოც „ოპტიმალური ციკლი“ შეიმუშავეს. მომავალში კი მის დაკავშირებას სენსორებსა და სხვა ტექნოლოგიებთან აპირებენ, რათა მალე იგი სამძებრო-სამაშველო მოწყობილობებშიც გამოიყენონ.